პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების ზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ.
გაფიცვის ფაქტს ჯანდაცვის მინისტრიც ეხმაურება და ამბობს, რომ მათი დატვირთვიდან გამომდინარე, სოციალურ აგენტებს ადეკვატური ხელფასი აქვთ.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ხელფასის გარდა, სოციალურ აგენტებს შეუძლიათ, შემოსავალი გამომუშავებით მიიღონ და ის შემოსავალიც თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10 ლარამდე გაუზარდეს.
„მათი ხელფასის განხილვა მიდიოდა რამდენიმე თვის განმავლობაში და მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და იმ სამუშაო დღიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ წინა კვირაში მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება და ზოგიერთ შემთხვევაში ხელფასის 60%-იანი მატებაც არის.
ხელფასის გარდა, მათ შეუძლიათ გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი და ის შემოსავალიც თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10 ლარამდე გავზარდეთ.
აქედან ჯამურად შეუძლიათ კომპენსაციის ჩათვლით თითქმის ორჯერ მეტი ხელფასი აიღონ იმასთან შედარებით, რაც არის ფიქსირებული და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ დღევანდელი რეალობისთვის, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე ეს ხელფასი არის ადეკვატური”, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, სოციალური მომსახურების სააგენტოს 390-მა თანამშრომელმა, 17 იანვრიდან გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, გუშინ სოციალური მომსახურების სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება.