ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
პარლამენტის წევრებს შესაძლოა, ხელფასი 5%-დან 20%-მდე დაექვითოთ. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მოქალაქე ზურა ვანიშვილმა მიმართა.
აღნიშნული წინადადების განხილვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა.
საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, რომ ხელფასის დაქვითვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთგვარ დისციპლინურ სახდელად იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრი პლენარულ, ან კომიტეტის სხდომებს საპატიო მიზეზის გარეშე გააცდენს.