„მინდა მოგიყვეთ, ის რაც უთქმელი დარჩა..." - რას წერს ერთ-ერთი მომხმარებელი რაჭის ჯგუფში

რაჭა

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „რაჭა" ერთ-ერთი მომხმარებელი ასეთ პოსტს აქვეყნებს:

„მინდა მოგიყვეთ თუ გადმოგცეთ ის რაც უთქმელი დარჩა...
ყოველი ლოკაციაზე შესვლის შემდეგ იმ უბედურების მორევიდან გამოსულებს გვხვდებოდნენ ჩემი რაჭველები, გამწარებული რაჭველები.  შეკითხვების შემდეგ ყველა გვპატრონობდა მოჰქონდათ წყალი თუ საკვები ერთმანეთს არ აცდიდნენ, ამაღამ ჩვენთან რჩებითო  უკიდეგანო უბედურების ჟამს მადლიერების და გვერდში დგომის უპრეცედენტო მაგალითი.

მადლობა იმ ოჯახს ვინც შეგვიფარა და დაგვაპურა სულ ძალად წამოგვყარეს მიყრილები და საჭმელი გვაჭამეს 

არასდროს დამავიწყდება რაჭველი კაცი პირდაპირი გაგებით გადაგვეკიდა აღარ გვშორდებოდა "ადგილობრივი ვარ ხუთით თითიით ვიცი აქაურობა და რით დაგეხმაროთ", ჩვენ რა თქმა უნდა უარი ვთქვით მის გამოყოლაზე. და მდინარის პირას გველოდებოდა აბა რა გინდათო ყავა, წყალი, საკვებიო დღეს ჩემს სახლში უნდა დარჩეთო...
არა და დანა პირს არ გვიხსნიდა, უკვე ვემალებიდით და მაინც გვპოულობდა .

ბოლოს დავაკვირდი მარტო ჩვენ არა ყველასთან, ყველასთან მაქსიმალურად იხარჯობოდა 

ამ პოსტით მადლობას ვუხდი ყველა რაჭველს ვინც დაგვეხმარა".

ასევე ნახეთ:

„მინდა მოგიყვეთ, ის რაც უთქმელი დარჩა..." - რას წერს ერთ-ერთი მომხმარებელი რაჭის ჯგუფში

რა ინფორმაცია ვრცელდება 23 წლის მარტოხელა დედაზე, რომელსაც მაშველები ეძებენ

როდის აგრილდება საქართველოში

„მაშოს მარტო სახე და ყურები უჩანდა, სულ ჩაფლული იყო მიწაში” – ბიძა-დისშვილის საოცარი ბრძოლა გადარჩენისთვის

ვინ არიან მეწყერს გადარჩენილი დები - სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება

,,ყველაზე მძიმე იყო, როდესაც ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა..." - მაშველები შოვის ტრაგედიაზე

აგვისტოში ტემპერატურა 26 გრადუსამდე დაეცემა - როდის აგრილდება საქართველოში?