პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა" სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს, რომელშიც საუბარია 23 წლის სოფო ბაკურაძეზე და მის შვილზე.
"უკვე მეექვსე დღეა, ოთხი წლის ლუსი დედას მოუთმენლად ელოდება, უფრსები ეუბნებიან, რომ დედა კანფეტების საყიდლადაა წასული და მალე დაბრუნდება. ლუსი, ხშირად მიჰყავთ სხვადასხვა ადგილას, იქნებ დედა უფრო იშვიათად მოიკითხოს.
სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედაა, სოფელ გლოლადან, ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა და ლუსის ბოლოს 3 აგვისტოს, ჩაეხუტებით გამოემშვიდობა. სოფოს მაშველები ამ დრომდე ეძებენ .ლუსიზე ზრუნვის სრული პასუხისმგებლობა მარტოხელა დედას ჰქონდა, სოციალური შემწეობის ამარა დარჩენილს კი, ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.ვიცით შეუძლებელია დედის მონატრებას ვუშველოთ რამე, ვერც დედის მოფერებას შეედრება ჩვენი მზრუნველობა, მაგრამ რაც სოფოს შეგვიძლია გავუკეთოთ ახლა, ლუსიზე ზრუნვაა.
“რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი” და “რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა” ვიწყებთ ზრუნვას ლუსისთვის. ახლა საზოგადოების თითოეული წევრის თანადგომა ნებისმიერი ფორმით ჩვენთვის ფასეულია.თუ მხარდაჭერა შეგიძლიათ სათამაშოებით, ტანსაცმლით ან პროდუქტებით დაგვიკავშირდით:ანი - 599 70 04 99ლამარა - 598 21 19 15თანხის ჩარიცხვის მსურველებმა:TBC #GE67TB7993945064300064მიმღები -ლამარა ბოჭორიშვილიBank of Georgia #GE27BG0000000565975342მიმღები - ნინო (ნანა) სოხაძერაჭველების სახელით, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით სრულიად საქართველოს თანადგომისა და თანაგრძნობისვის ამ მძიმე დღეებში #შოვისტრაგედია #ლუსისთვის.
ასევე ნახეთ:
აგვისტოში ტემპერატურა 26 გრადუსამდე დაეცემა - როდის აგრილდება საქართველოში?
,,ყველაზე მძიმე იყო, როდესაც ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა..." - მაშველები შოვის ტრაგედიაზე
„ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ“ - რას წერს მეგობარი და-ძმა ყარალაშვილებსა და დავით ბერიაშვილზე