პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,მე და მაშო. ძალიან ბევრი მწერდით მაშოზე” – დაწერა ცოტა ხნის წინ დავით ჯელაძემ, რომელმაც შოვში ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოირა ზურგზე ბავშვმოკიდებულმა. მან და 6 წლის მაშომ შეუძლებელი შეძლეს.
-სამოთხეში ვიყავით, შოვის ტყეში, ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით. უკვე სახლში მოვდიოდით, მინერალური წყალი დავლიეთ და ხიდზე რომ შემოვედით… საშინელებები ხდებოდა, წინ ყველაფერი წაღებული იყო. მთელი ოჯახი ვიყავით ორი მანქანით – მე, ჩემი სამი და, ოთხი დისშვილი და სიძე… საშინელი ხმა ისმოდა და ზემოთ რომ გავიხედეთ, უზარმაზარი, ძალიან მაღალი მიწის მასა მოდიოდა, ხეებით და დიდი ქვებით გატენილი.
მანქანებიდან გადმოსვლა მოვასწარით და კოტეჯის მხარეს, სადაც მყარი მასა ვნახეთ, იქ დავდექით. შუა მეწყერში აღმოვჩნდით. ბავშვები ხელში გვეჭირა. მე მაშო მეჭირა ხელში. ხიდი რომ წაიღო, მე და მაშო ოჯახს დავშორდით.
მაშოს ვუთხარი, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ერთად უნდა გადავრჩეთ-მეთქი. ჩვენ წინ იყო დიდი ნაძვის ხეები და ვუთხარი, იმ ხეებამდე უნდა მივიდეთ-მეთქი. მეშინია, ვერ წამოგყვებიო. არა, როგორმე იქამდე უნდა მივაღწიოთ-მეთქი, ვუთხარი.
ნახევარი ტანი მიწაში მქონდა. მივდიოდი და უკვე აღარ შემეძლო. ნახევრამდე რომ მივედი, სიცივე წამოვიდა და ზემოთ რომ ავიხედე, მიწის მასა ჩვენკენ მოდიოდა. მე ვერ ვინძრეოდი, რომ თავისთვის მეშველა, სირბილითაც ვერ გაასწრებდი, იმხელა ფართობზე მოდიოდა.
ვიფიქრე, რომ ვეღარ გადავრჩებოდით და მაშო გულში ჩავიხუტე და მეწყრიდან ზურგით დავდექი. დაახლოებით ერთმეტრიანი მასა იქნებოდა, ზურგზე დამეჯახა და შორს მისროლა. ბავშვი ხელიდან გამაგდებინა, მაგრამ ხელი არ გამიშვია. მაგაზე ვფიქრობდი, რომ ხელი არ უნდა გამეშვა, თორემ ბავშვს ვეღარ ვნახავდი. ნელ-ნელა ჩავდიოდით მასაში, ვიძირებოდით.
მაშოსკენ რომ გავიხედე, მარტო სახე და ყურები უჩანდა, სულ ჩაფლული იყო. ხელით მეჭირა. ამ მასამ მიგვაცურა ხეებამდე… ვიწვალე და მაშო ამოვიყვანე მიწიდან, მაგრამ ძალიან დამძიმდა, სულ მიწით იყო სავსე, თმა, ტანსაცმელი… ხელში ვეღარ ვერეოდი, ვიძირებოდი და ვცდილობდი, მიწა მომეშორებინა მისთვის, რომ გამსუბუქებულიყო. როგორღაც მივიყვანე ხეებთან, მაგრამ მე მიწიდან ვეღარ ამოვდიოდი, მყარი არაფერი იყო, ხელს ვერაფერს ვაყრდნობდი… 10 წუთის შემდეგ როგორღაც მივედი მაშომდე.
მაშოს ააკანკალა, ძალიან მცივაო. ვუთხარი, ზემოთ უნდა ავიხედო, შენ აქ დამელოდე-მეთქი. კარგიო. მაშო ყველაფერს მიჯერებდა. ვერაფერი დავინახე, სულ მეწყერი იყო და სადღაც შორს მთა… მხოლოდ ,,სანსეტ შოვი” იყო დარჩენილი, მაგრამ იყო აღმართი, რომელსაც ვერ ავივლიდი ბავშვით. მეორე მხარეს, შორს – კოტეჯი იყო დარჩენილი, სასტუმო და მათ მინდვრამდე იყო მიწის მასა მისული. წერტილებით ვხედვადი ადამიანებს, რომლებიც მოძრაობდნენ.
მაშო მეუბნებდა, ვეღარ ვივლი, ნახე, სისხლი მომდის ფეხებიდანო. ისევ ზურგზე შევისვი. ხე იყო გრძელი, გავექანე და გადავხტი, რომ მანძილი მომეგო. წელამდე ჩავიფალი. ბავშვი გვერდით დავსვი და ამოვედი, ისევ შემოვისვი მხრებზე და წავედი. სასტუმრომდე რომ მივედი, გაბედეს და ორი ბიჭი შემოვიდა, მაშო გამომართვეს და სასტუმრომდე გადაიყვანეს. მეც გადავედი… ყველა კითხვაზე პასუხს რომ მცემდა, საღად აზროვნებდა, მივხვდი, რომ მაშო უკვე გადარჩენილი იყო.
ერთ-ერთს გამოვართვი ტელეფონი და ჩემებთან რეკვა დავიწყე, მაგრამ არავისთან გადიოდა, მხოლოდ დედაჩემმა მიპასუხა – გადავრჩით, მაგრამ ცუდ დღეში ვართ, ისევ მეწყერში ვართო. იქ გოგოს ვუთხარი, მაშო შენ უნდა დაგიტოვო, ერთად გაჰყევით ვერტმფრენს, მე იქ უნდა გადავიდე, ჩემი ოჯახი იქ არის-მეთქი. არ მიშვებდნენ, მაგრამ საერთოდ არ მესმოდა მათი ლაპარაკი, – მოუყვა დავით ჯელაძე ,,რადიო თავისუფლებას”.
ასევე წაიკითხეთ:
აგვისტოში ტემპერატურა 26 გრადუსამდე დაეცემა - როდის აგრილდება საქართველოში?
,,ყველაზე მძიმე იყო, როდესაც ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა..." - მაშველები შოვის ტრაგედიაზე
„ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ“ - რას წერს მეგობარი და-ძმა ყარალაშვილებსა და დავით ბერიაშვილზე