„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
„მინდა, ხაზი გავუსვა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ბატონ ილჰამ ალიევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არსებულ გულითად მეგობრობას,“- ამის შესახებ დიპლომატმა და აზერბაიჯანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჰასან ჰასანოვმა, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მათი ურთიერთობა ორი ქვეყნის წარმატების საფუძველია.
„მინდა, ხაზი გავუსვა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ბატონ ილჰამ ალიევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არსებულ გულითად მეგობრობას, რომლებმაც მძიმე დღეებში ერთმანეთს ძმობის ხელი გაუწოდეს. მათი ურთიერთობა ჩვენი წარმატების საფუძველია. ბედნიერი ვარ, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის ერთად არიან გასაჭირსა და ლხინში,“- აღნიშნა დიპლომატმა.
ჰასან ჰასანოვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.