პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პოპვარსკვლავი დუა ლიპა კოსოვოს საპატიო ელჩად დასახელდა. ინფორმაცია ამის შესახებ კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ გაავრცელა.
გრემის სამგზის ლაურეატი დუა ლიპა, რომელიც, ყოფილი იუგოსლავიიდან ლონდონში ჩასული, მიგრანტების ოჯახში დაიბადა, მცირე ხნით სამშობლოში ცხოვრობდა — მას შემდეგ, რაც კოსოვომ 2008 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, იგი ოჯახთან ერთად დაბრუნდა პრიშტინაში.
„პატივია, ვიყო ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი მთელ მსოფლიოში და გავაგრძელო მუშაობა ყველასთვის იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ცვლილების მონაწილენი ვართ და საკუთარ კვალს ვტოვებთ", - აღნიშნავს მომღერალი.