VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
საპატიო თბილისელი წელს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 20 ადამიანი გახდა.
საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ – შალვა ამონაშვილს (მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი); თენგიზ არჩვაძეს (მსახიობი); ტარიელ ჭანტურიას (მთარგმნელი, პოეტი); ჯემალ ღაღანიძეს (მსახიობი); მერაბ კოკოჩაშვილს (კინორეჟისორი, პედაგოგი); მინდია უგრეხელიძეს (სამართალმცოდნე); ვახტანგ ჯავახაძეს (პოეტი, მწერალი, მთარგმნელი); ჯემალ სეფიაშვილს (კომპოზიტორი); ბადრი ვადაჭკორიას (ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი); გურამ ბექაიას (ფიზიოლოგი, მეცნიერი); ილია ხეროდინაშვილს (ინჟინერი, მეცნიერი); ლაურა იაშვილს (მუსიკოსი, პიანისტი); რევაზ ასათიანს (ინჟინერ-მშენებელი); ვახტანგ დავითაიას (არქიტექტორი, პედაგოგი); მაია გოთუას (ალერგოლოგი, იმუნოლოგი); ვან ბაიბურთს (პოლიტიკოსი, ჟურნალისტი); ჰასან ჰასანოვს (აზერბაიჯანელი დიპლომატი); ელიზაბეთ სომბარტს (ფრანგი პიანისტი); ელდარ შენგელაიას (რეჟისორი) და დიზაინერ დემნა გვასალიას.