გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
13 ოქტომბერს ლანა ღოღობერიძე 94 წლის გახდა. ახლა დედაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე ასრულებს მუშაობას.
რეჟისორმა ნინო კირთაძემ უფროსი კოლეგის ფილმში - "ოქროს ძაფი" ორი წლის წინ ითამაშა. საეტაპო ფილმების რეჟისორის ჯერჯერობით ბოლო ფილმი, ისევ ადამიანურ ურთიერთობებზე, სიყვარულზე, მთავარ ღირებულებებზეა.
ნინო კირთაძე ლანა ღოღობერიძეს "პრაიმტაიმის" მეშვეობით დაბადების დღეს ულოცავს.
ნინო კირთაძე: - მრავალფეროვანი პიროვნებაა, რომლის ახალგაზრდობის საიდუმლო რაღაცნაირად იმალება მის საოცარ ინტერესში სხვადასხვა რაღაცები მიმართ. მინახავს, ხანდახან პატარა ბავშვივით როგორ აენთება თვალები. დიდი შთაგონებისა და ემოციის მომცემია ყველასთვის, ვინც მის გარშემო ტრიალებს.
მე მის ფილმში მითამაშია და ალბათ, ასეთი მოწესრიგებული გადაღება, საერთოდ არასდროს მინახავს.
მე ის მინახავს პოლიტიკოსის როლშიც და ჩემთვის, ისევე როგორც ყველასთვის, ძალიან შთამაგონებელია ამ ადამიანის ყურება.
ჩოგბურთს არაჩვეულებრივად თამაშობს დღემდე. ურთიერთობა აქვს ახალგაზრდებთან. უყვარს პოეზია და თვლის, რომ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, რაშიც მე მას აბსოლუტურად ვეთანხმები.
პატივს ვცემ როგორც პიროვნებას, როგორც ქალს, საზოგადო მოღვაწეს და რა საკვირველია, როგორც რეჟისორს.
დიდი სიყვარულითა და აღფრთოვანებით ვულოცავ დაბადების დღეს. ბედნიერი დღეები ახალგაზრდა ქალბატონ ლანას.
მინდა დიდხანს და ბედნიერად იყოთ ჩვენთან ერთად.