დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
93 წლის ლანა ღოღობერიძეს ლიტერატურული პრემია "საბა" გადაეცა ნომინაციაში "საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა."
"ვისთვის გალობს შაშვი" ჰქვია წიგნს, რომელიც რეჟისორმა და პუბლიცისტმა პანდემიის დროს დაწერა და შარშან გამოსცა. წიგნი თანამედროვე სამყაროს მაჯისცემას გვიხატავს, თავისი პლუსებითა და მინუსებით.
ლეგენდარული რეჟისორი "პრაიმტაიმთან" კომენტარს აკეთებს.
ლანა ღოღობერიძე: - ლიტერატურაში პირველად დავჯილდოვდი. უნდა გითხრათ, რომ ლიტერატურა ჩემი პირველი სიყვარულია. შესაბამისად, ჩემთვის დიდი მნიშვნელობის ფაქტია ის, რომ ამ სფეროში მივიღე პრემია. "საბა" ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან პრემიად მიმაჩნია. მიხარია.
მე მიყვარს "ვისთვის გალობს შაშვი". ეს წიგნი გამოხატავს ჩემს დღევანდელ დამოკიდებულებას სამყაროსადმი.
რეჟისორი ამჟამად დედაზე იღებს ფილმს. დოკუმენტური სურათის სახელწოდებად მან პოლ ელუარის სიტყვები გამოიყენა - "ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი".