ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
როგორც ,,პრაიმტაიმს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა მიმდინარეობს:
,,გერმანიაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ.
საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცველებთან. მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა", - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, 4-დღიანი ძებნის შემდეგ ქართველი ემიგრანტის ცხედარი იპოვეს.
ველო გურჩიანის ცხედარი გერმანიაში, ქალაქ ბრემენში, წყალში აღმოაჩინეს.
გარდაცვლილს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით, უცნობია.
ნონა გაფრინდაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
1745695869
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403