„ჩვენ ორივე მოვკვდით, არასდროს გაპატიებ ამას“ - გერმანიაში გარდაცვლილი ემიგრანტის მეუღლის ემოციური პოსტი

გარდაცვლილი ემიგრანტი

4-დღიანი ძებნის შემდეგ ქართველი ემიგრანტის ცხედარი იპოვეს. ველო გურჩიანის ცხედარი გერმანიაში, ქალაქ ბრემენში, წყალში აღმოაჩინეს.

ტრაგედიაზე გარდაცვლილი კაცის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს.

„შენ ჩვენი ლამაზი ოჯახი გაანადგურე...მე მომკალი...ჩვენს შვილებს მომავალი დაუნგურე ...როგორ უნდა გაპატიო??? მომიყვანე და დამტოვე ამ უცხო ქვეყანაში... რა ძნელია ამის წარმოდგენა რომ შენ ეს გამიკეთე, დღეს გნახავ ბოლოჯერ და თუ ამას გადავიტან მხოლოდ ჩემი შვილების გამო...შენ მე მომკალი მე არ ვარსებობ უკვე შენთან ერთად ვარ... მარა შვილებს ვერ ვტოვებ...გნახავ ოდესმე და მოგიწევს ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენ გვჭირდებოდი ,- წერს ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა ანა, რომელიც გერმანიაში, ქალაქ ბრემენში სამ შვილთან ერთად მარტო დარჩა.

„ჩვენ ორივე მოვკვდით, არასდროს არ გაპატიებ ამას, ხომ იცი",- წერს იგი გარდაცვლილ ქმარზე.

ახალგაზრდა ოჯახი მესტიიდან რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლად სამ შვილთან ერთად გერმანიაში ჩავიდა.

„როცა ადამიანი ბუნებრივი სიკვდილით კვდება სხვა ყოფილა. მასთან ერთად მეც მოვკვდი..გაქვავებული ვარ,ბავშვებს რა ვუყო,სოციალური სამსახურიდან მოვიდნენ, თუ ასე გააგრძელე გლოვა და მოთქმა,ბავშვებს წავიყვანთო. როგორც კი ჩამოვედით ლტოლვილებად ჩავბარდით, სასტუმროში ვცხოვრობ შვილებთან, მე ვერ გამოვყვები ცხედარს, მომავალს ვერ დავუნგრევ შვილებს",-გვითხრა ანამ.„

„აწყობილი ცხოვრება როგორ დაენგრათ, ანა ბებიამ გაზარდა სამეგრელოში მამის დედამ. ლამაზი დედა ყავს კოდორის ხეობიდან, ახლა ინგლისშია, დაეხმარება შვილს",- გვითხრა ახლობელმა.