მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებს.
პროგრამის მიზანი მატერიალური წახალისების მეშვეობით შობადობის გაზრდის ხელშეწყობაა.
ვის შეუძლია ისარგებლოს ამ პროგრამით, რამდენია დახმარების ოდენობა და როგორ უნდა ჩაერთოთ აღნიშნულ სერვისში? - კითხვებზე პასუხს "პრაიმტაიმის" ამ სტატიაში ნახავთ:
რა თანხას შეადგენს ბენეფიციარზე გათვალისწინებული დახმარება?
ფულადი დახმარება ინიშნება სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (ბავშვის 2 წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით) და შეადგენს:
მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის - 200 ლარს, ხოლო ხოლო სხვა დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 150 ლარს. (მეორე და მესამე ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარებით ისარგებლებს მხოლოდ ერთ-ერთი ტყუპისცალი).
რა სახის დოკუმენტებია საჭირო ფულადი დახმარების დასანიშნად?
ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ახლად დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური დედის/ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
2021 წლიდან, აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონები (მიმდინარე წლის მონაცემებით, 2022 წელს პროგრამაში ახალი რეგიონის ჩართვა გათვალისწინებული არ არის).
ვის აქვს ფულადი დახმარების მიღების უფლება?
ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ დედას/ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ მამას/ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა კანონიერ წარმომადგენელს.