საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი
1733169284
ბილაინი სოციალური პასუხისმგებლობის დ ციფრული სტრატეგიის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებს მუდმივად ახორციელებს. გასულ წელს, კომპანიამ აღნიშნული მიმართულებით ინოვაციური პროექტები განახორციელა, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოში, ციფრული ეკოსისტემის განვითარებას, განათლების ხელმისაწვდომობას, ახალგაზრდებში ინოვაციებისადმი ინტერესის გაღვიძებას და გლობალურ ასპარეზზე გასვლას, ახალი შესაძლებლობის გაჩენას.
პროექტები, რომლებსაც ბილაინმა 2022 წელს მხარი აქტიურად დაუჭირა:
გასული წლის 28-30 იანვარს, თბილისში, მსოფლიოში მობილური თამაშების შექმნის ყველაზე დიდი ყოველწლიური ღონისძიება - Global Game Jam-ის 48-საათიანი ჰაკათონი გაიმართა. ღონისძიება, პარალელურ რეჟიმში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 600-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობდა და თამაშებით დაინტერესებული ათასობით კონკურენტი გააერთიანა. პაკათონის მიზანია ინოვაციური და კრეატიული იდეების დანერგვა, დაეხმაროს კონკურსის მონაწილეებს ახალი ნიჭის აღმოჩენაში და საინტერესო კონტაქტების დამყარებაში. მობილური თამაშების აპლიკაცია, ბილაინის ციფრული ეკოსისტემის ერთ-ერთი წარმატებული მიღწევაა.
2022 წელს, ბილაინის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს ინიციატივით, ქართულად ითარგმნა ხანის აკადემიის კიდევ ორი კურსი: კოსმოლოგია და ელექტრონული ინჟინერია. პროექტი ორიენტირებულია, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოში ყველასთვის გახადოს მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი. ხანის აკადემიის ვებგვერდის მეშვეობით, ათი ათასობით მოსწავლე და მასწავლებელი, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, ქართულ ენაზე ეუფლება ცოდნას სასურველი მიმართულებით. ბილაინი აგრძელებს Educare Georgia-სთან თანამშრომლობას და სხვა საგნების ვიდეო გაკვეთილების ქართულად თარგმნას.
გასული წლის 21 ივლისს, პირველად საქართველოში, სტრატ აპ ბიუროს ორგანიზებით, Arrival-თან პარტნიორობით და ბილაინის მხარდაჭერით, Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში - გაიმართა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველად შექმნა ქართული მეტავერს ღონისძიების პრეცედენტი. Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომლის ფარგლებშიც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ. მეტავერსი კი ვირტუალური სივრცეა, სადაც ხალხს შესვლა, რეალურთან მიახლოებული სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და ერთმანეთთან ინტერაქცია შეუძლია.
2022 წლის ოქტომბერში, ბილაინმა ტრადიციულად მხარი დაუჭირა პლანეტის ყველაზე მასშტაბური ჰაკათონის NASA Space Apps Challenge 2022-ის ქართულ გამოშვებას. ორდღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გუნდებმა საკუთარი იდეები და პროექტების პროტოტიპები ჟიურის წინაშე წარადგინეს. გამარჯვებულმა გუნდმა საჩუქრად ფულადი პრიზი და პროექტის გლობალურ კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობა მიიღო. NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება.
22-23 ოქტომბერს, თბილისში, კომპანია DeGameFi-ს ორგანიზებით წლის ყველაზე მასშტაბური ვებ3 ღონისძიება ჩატარდა. 2 დღის განმავლობაში კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ძირითადი სივრცე: ბიზნეს ექსპო, მთავარი საკონფერენციო სივრცე, სტარტ-აპ კონკურსი, ნფტ გალერეა, ტექ/საგანმანათლებლო ოთახი. ღონისძიებაში მონაწილეობდა 1000 მეტი ადამიანი, ექსპერტ სპიკერები, საერთაშორისო და ადგილობრივი საინვესტიციო ფონდები, საერთაშორისო ვებ3 პროექტები, სახელმწიფო ინსტიტუტები და სხვა.
17-19 ნოემბერს, ბილაინმა მხარი დაუჭირა ForSet-ის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებას - Datafest Tbilisi 2022, რომელმაც წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლა სტუმრებს. DataFest Tbilisi მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც აერთიანებს იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც მონაცემებს, მონაცემთა მეცნიერებას და ვიზუალიზაციას უკავშირდება. 2022 წელს მონაცემთა კონფერენციაზე ვორკშოპები და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლები, დისკუსიები და დატათონები რამდენიმე მიმართულებაზე იყო ფოკუსირებული: მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.
წლის მიწურულს, ბილაინთან პარტნიორობით კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი ტექ-კონფერენცია - TOUCH გაიმართა. ღონისძიებამ სულ 1200-ზე მეტ დელეგატს, 55+ სპიკერსა და 35+ პარტნიორს უმასპინძლა, ჩატარდა 5 ვორქშოფი, 46 ქინოუთ სესია და 6 პანელური დისკუსია. წელს TOUCH22-ს 4 მთავარი მიმართულება ჰქონდა არჩეული: ტექნოლოგიები, დიზაინი, ბიზნესი და მომავალი. სწორედ ამ თემების გარშემო გაერთიანდა სამიტის თითოეული აქტივობა.
ბილაინი კორპორაციული სოციალური პროექტების ფარგლებში, 2023 წელსაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოში, ციფრული სფეროს განვითარების, განათლების ხელმისაწვდომობის და ქართველი ახალგაზრდების გლობალურ ასპარეზზე გასვლის ხელშეწყობას.