„ბოდიში სამყარო, რომ დავიბადე!“ - გიორგი ნაზღაიძე პოსტს აქვეყნებს

გიორგი ნაზღაიძე

შაბათის ლაივის შემდეგ „პრაიმ ჰაუსში“ ვითარება მკვეთრად შეიცვალა. პროექტის გამორჩეული წყვილი, ანი და გიორგი ერთმანეთისგან დისტანცირდნენ, მიზეზი ნაზღაიძის თქმით, ანის სიმთვრალე და „თავის გაუკონტროლებლობა“ გახდა, სწორედ ამან გაანაწყენა გიორგი.

რაც შეეხება ანი ყიფშიძეს, საკუთარ საქციელში ცუდს ვერაფერს ხედავს და სწყინს, რომ გიორგი მის ზურგსუკან უარყოფით კონტექსტში საუბრობს, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს.

შაბათის ლაივის დროს მონაწილეებმა თავიანთი უკმაყოფილება ღიად დააფიქსირებს და როგორც გიორგი ნაზღაიძემ თქვა, ყველა ისევ მის წინააღმდეგაა. ამასთან დაკავშირებით, მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„წამყვანის დაჟინებული თხოვნით და სურვილით, ბოდიში, სამყარო, რომ დავიბადე!“. - წერს ნაზღაიძე ფეისბუკზე.