პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში გამგზავრება შეაფასა.
„მადლობა ღმერთს რაღაც მაინც ვისწავლეთ ქართველებმა და სულელურად ომში არ ჩავებით. მე ისიც მიხარია ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე რომ წავიდა, ღირსეულად წავიდა. მანამდე რომ გვსაყვედურობდნენ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ქართველს არავის სასაყვედურო არ აქვს მსოფლიოს არც ერთი ქვეყნიდან. ყოველთვის წინ ვდგავართ. მშვიდობა რომ გვინდა ერს, რომ არ გვინდა აქ ის, რაც უკრაინაში მოხდა, თითქმის ნახევარი ქვეყანა აიყარა, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ვინღა დაბრუნდება იქიდან?! აქედანაც რომ გაიქცეს მილიონი ქართველი, 5 მილიონზე მეტი რომ ვიყავით ხომ გახსოვთ, დღეს რამდენი ვართ დარჩენილი?!
შიდა პოლიტიკური დაჭმის გამო აქაც დადგება, თუ რუსეთზე ვიძახით, რომ სანქციები უნდა დაუწესოთო, რატომ არ ასრულებთო, როგორ გგონიათ, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მიდის ადრე თუ გვიან, თუ ხელი შეგვიშალეს განვითარებაში, ახლა არის გაჭირვების დრო, როგორღაც უნდა გადავიტანოთ, თუ არ დავჭამთ ერთმანეთს, ხომ შეგვეძლება იმათაც დავეხმაროთ და უფრო ადვილად გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან”- განაცხადა მეუფე იაკობმა.
ქადაგება მეუფე იაკობმა ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით აღავლინა.