„შიმშილობს...“ - შვილიშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული ქალის შვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
1756807843
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა. უკრაინაში, დელეგაციამ რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკთან და დეპუტატებთან შეხვედრა გამართა. გარდა ამისა, დელეგაციის წევრებმა უკრაინის ქალაქები - ბუჩა და ირპენი მოინახულეს.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში, ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი შედიოდნენ.