1734375044
„მეც მინდა მიხაროდეს სიცოცხლე, ისევე, როგორც შენ, ადამიანო...“ - თავშესაფარში ძაღლის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან
ბიზნესმენი, ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი, სოციალურ ქსელში თავშესაფარში მიყვანილი ძაღლის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მისი დახმარებისკენ მოუწოდებს.
„მე ძაღლი ვიყავი, მაგრამ ახლა რა ვარ არ ვიცი. ადამიანო, შენ ხომ ღმერთი ხარ ჩემთვის. შემომხედე და მითხარი რა ვარ ახლა მე, მონსტრი? თუ ისევ ძაღლი, რომელსაც შენი დახმარების იმედი ჰქონდა, ჩემო ღმერთო, ადამიანო.
მეც მხოლოდ ერთი სიცოცხლე მაქვს, ისევე როგორც შენ, ადამიანო.
მეც მინდა მიხაროდეს სიცოცხლე ისევე, როგორც შენ, ადამიანო.
მეც მინდა ვიყო ბედნიერი და რას ვითხოვ ამისთვის? მხოლოდ სითბოს, ცოტა საჭმელს, წყალს და თუ ავად გავხდი შენს დახმარებას, ჩემო ღმერთო, ადამიანო “
ეს ძაღლი, რომელიც ვარკეთილის მეტროსთან სიკვდილს ებრძოდა, ახლა ჩემს თავშესაფარშია. ჩვენ ადამიანები, მისი ,,ღმერთები,, ვიბრძვით, რომ მას სიცოცხლე ვაჩუქოთ.
მეგობრებო და კეთილო ადამიანებო, გთხოვთ ერთად გადავარჩინოთ ეს ძაღლი.
ვისაც გაქვთ საშუალება დაეხმარეთ მას საჭმლით, წამლით ან თუნდაც 1 ლარი ჩაურიცხეთ ანგარიშზე, მკურნალობისთვის“, - წერს თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში.