1732386875
მეხის დაცემისას დაშავებული ჯარისკაცი გარდაიცვალა
თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც მეხი დაეცა, გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ჯარისკაცის ახლობლები ავრცელებენ.
გოდერძი აფრასიძე დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
ცნობისათვის, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს დაეცა.
ასევე ნახეთ:
„ეჭვი გვაქვს, რომ იყო მეოთხე ადამიანი...“ - რას ამბობს მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის ადვოკატი
"ცდილობდა, მამისთვის თავი მოეწონებინა...მსხვერპლს სახლის ეზოში მარხავდა..."
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს დღეს
„დედაჩემი არის ცუდად, დავურეკე ტიროდა, გთხოვთ გამიშვათ სახლში...“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსში“