1732386875
"ცდილობდა, მამისთვის თავი მოეწონებინა...მსხვერპლს სახლის ეზოში მარხავდა..." - ყველაზე სასტიკი მკვლელი ჯამბაზის საქმის დეტალები
ჯონ ვეინ გეისი 1942 წლის 17 მარტს, ჩიკაგოს ქალაქ ილინოისში დაიბადა და მშობლებთან და ორ დასთან ერთად იზრდებოდა. გეისის მამა ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, რის გამოც ის ხშირად ძალადობდა შვილებზე. ბავშვობაში იგი საკმაოდ ჩაკეტილი იყო და ვერ ურთიერთობდა თანატოლებთან. მას თანდაყოლილი გულის დაავადება ჰქონდა, რის გამოც ხშირად უწევდა საავადმყოფოში მკურნალობა, თუმცა მამას ჯონის არ სჯეროდა და ამბობდა, რომ ბავშვი ყურადღების მიქცევის მიზნით თავს ავადმყოფად ასაღებდა.
ადრეულ ასაკში, ჯონის დედის ერთ-ერთი მეგობრის თინეიჯერმა ქალიშვილმა ის სექსუალურად შეავიწროვა, როდესაც მას ტანსაცმელი გახადა და თამაში შესთავაზა. მოგვიანებით კი, ჯონი ოჯახის მეგობრისგან კვლავ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. გეისიმ 10-12 წლის ასაკში მეგობართან ერთად ახალგაზრდა გოგონაზე სექსუალურად იძალადა, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ მას მამაკაცები იზიდავდნენ.
გეისიმ ჩიკაგოს ერთ-ერთ კოლეჯში ბიზნესის ფაკულტეტზე ჩააბარა, რის შემდეგაც ერთ-ერთ ფეხსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. 1964 წელს ის მერლინ მეიერზე დაინიშნა, რომლის მამაც აიოვას შტატში სამ რესტორანს ფლობდა. მოგვიანებით, ჯონი აიოვაში გადავიდა და მამამთილს რესტორნების მართვაში ეხმარებოდა. მას ორი შვილიც ეყოლა.
რამდენიმე ხნის მერე, ჯონი სამშენებლო კონტრაქტორი და ჩიკაგოს ერთ-ერთი უბნის თავმჯდომარეც გახდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი პოლიტიკური აქტიურობის მიზეზი მამისთვის თავის მოწონება გახლდათ, რადგან იგი ზრდასრულობის ასაკშიც დასცინოდა და ამცირებდა გეისის. ჯონი ხშირად აწყობდა კულტურულ შეკრებებს და აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობებში. საბოლოოდ კი მან როგორც მოსახლეობის, ასევე მამის დიდი პატივისცემა მოიპოვა. პარალელურად, ჯონი ჩიკაგოს რეგიონის იუმორისტული კლუბის წევრი გახლდათ და ხშირად ევლინებოდა საზოგადოებას კლოუნის ფორმაში. იგი ხშირად ესწრებოდა ბავშვთა წვეულებებსა და საქველმოქმედო ღონისძიებებს, როგორც "Pogo The Clown".
1968 წელს ჯონ ვეინ გეისის მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში დაედო ბრალი. ჯონმა ბრალდებები კატეგორიულად უარყო. საბოლოოდ, გეისის 10 წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა, რის გამოც მას მეუღლე დაშორდა. ჯონი ციხეში კარგად მოქცევის გამო, 1970 წელს გაათავისუფლეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ მას კვლავ დაჰბრალდა მოზარდზე ძალადობა. მსხვერპლი ამტკიცებდა, ჯონმა ის მის მანქანაში მოტყუებით ჩასვა და სახლში წაიყვანა, რის შემდეგაც მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდა. მოგვიანებით მას ბრალდება მოეხსნა, რადგან ბიჭი სასამართლოზე არ გამოცხადდა.
1971 წელს ჯონმა სამშენებლო ბიზნესი დაიწყო, სადაც ძირითადად სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდა მამაკაცები დაასაქმა. როგორც შემდეგ გაირკვა, გეისი მათზე სექსუალურად ძალადობდა. მან ცოლი მეორედ შეირთო კეროლ ჰოფზე იქორწინა.
1972 წელს გეისიმ პირველი მკვლელობა ჩაიდინა. მან 16 წლის ბიჭთან ერთად ღამის გატარება გადაწყვიტა. მეორე დილით მან მოზარდი დანით ხელში დაინახა, რის გამოც მასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა და საბოლოოდ სასიკვდილოდ დაჭრა. ჯონი მიხვდა, რომ ბიჭი მისთვის დაზიანების მიყენებას არ აპირებდა და დანაც იმიტომ ეჭირა, რომ ის უბრალოდ საუზმეს ამზადებდა. მოზარდის მოკვლის შემდეგ გეისიმ აღმოაჩინა, რომ ადამიანის მკვლელობა მას სექსუალურად აკმაყოფილებდა.
ჯონის შემდეგი მსხვერპლი 18 წლის ჯონ ბუკოვიჩი გახლდათ, რომელიც გეისის კომპანიაში მუშაობდა. მკვლელმა ბიჭი სახლში ხელფასზე სასაუბროდ დაპატიჟა, თუმცა მას ალკოჰოლი დაალევინა, ხელბორკილები გაუკეთა და საბოლოოდ დაახრჩო.
გეისი მსხვერპლთა უმეტესობას სახლის ეზოში მარხავდა. მისი კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გრეგორი გოდზიკმა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ გეისიმ მას ორმოების ამოთხრა დაავალა. ამ აღიარების შემდეგ 17 წლის გოძიკი გაუჩინარდა.
აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, ჯონმა 19 წლის რობერტ დონელი ავტობუსის გაჩერებიდან გაიტაცა, ბიჭზე სექსუალურად იძალადა და აწამა. დონელი იმდენად იტანჯებოდა, რომ გეისის მოკვლას სთხოვდა, თუმცა მკვლელმა იგი გაუშვა და გააფრთხილა, რომ ძალადობის შესახებ არავისთვის მოეყოლა. საბოლოოდ, მსხვერპლი მაინც მივიდა პოლიციაში, თუმცა გეისიმ მოახერხა, რომ გამომძიებელს მისთვის დაეჯერებინა, რომ მომხდარი ორმხრივი სურვილის შედეგი იყო. ამგვარად, ჯონმა კვლავ მოახერხა მართლმსაჯულების თავიდან არიდება.
1978 წლისთვის გეისის მსხვერპლთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ მისი სახლის ქვეშ ცხედრები ვეღარ ეტეოდნენ, რის გამოც მას გვამების მდინარეში გადაგდება მოუწია.
ამავე წლის 11 დეკემბერს 15 წლის რობერტ პიესტი გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც მან დედას უთხრა, რომ პოტენციურ სამსახურთან დაკავშირებით ჯონთან საუბარს აპირებდა. პიესტის ოჯახმა პოლიციას მიმართა. გეისი ამტკიცებდა, რომ გაუჩინარების დღეს ბიჭთან კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა სამართალდამცველებმა გეისის სახლი მაინც გაჩხრიკეს. თავდაპირველად სახლიდან ბევრი საეჭვო ნივთი იქნა ამოღებული. მათ შორის იყო პოლიციის სამკერდე ნიშნები, ნემსები, პორნოგრაფიული ფილმები და სხვა. მოგვიანებით კი პოლიციამ ქვითარი იპოვა, რომელიც რობერტს ეკუთვნოდა. შემდგომი ჩხრეკის შედეგად, სახლის ქვეშ საერთო საფლავი აღმოაჩინეს. საბოლოოდ, გეისიმ დაახლოებით 30 ადამიანის მკვლელობა აღიარა.
ჯონ ვეინ გეისის სასამართლო პროცესი 1980 წლის 6 თებერვალს დაიწყო. გეისიმ დანაშაული აღიარა, თუმცა მისი ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანას საჭიროებდა. ჯონი ფსიქიატრებთან საუბრისას ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მას დისოციაციური პიროვნების აშლილობა ჰქონდა და მის ცნობიერში სხვადასხვა პიროვნებები ცხოვრობდნენ. მათ შორის კი კლოუნი, კონტრაქტორი, პოლიტიკოსი, პოლიციელი და ვინმე "ცუდი ჯეკი". პროკურატურა ამტკიცებდა, რომ დამნაშავე შერაცხადი იყო და საკუთარი ქმედებების კონტროლი შეეძლო.
1980 წლის 12 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა გეისი 33 მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნეს. მოგვიანებით იგი მენარდის გამოსასწორებელ ცენტრში იქნა გადაყვანილი, სადაც მან სიცოცხლის ბოლო 14 წელი გაატარა. მიუხედავად აღარებითი ჩვენებისა, მოგვიანებით ჯონმა უარყო დანაშაული და უზენაეს სასამართლოს მიმართა. სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა და მისი სიკვდილით დასჯა 1994 წლის 10 მაისს ჩანიშნა. გარდაცვალების წინ გეისიმ თქვა, რომ მისი სიკვდილი მსხვერპლების ოჯახებისთვის ნუგეშის მიმცემი არ იქნებოდა მის მკვლელობაში სახელმწიფო დაადანაშაულა. ჯონ ვეინ გეისი დათქმულ დღეს სასიკვდილო ინექციით გარდაიცვალა.