ორფოლოს პოლიგონზე, ბატალიონის მეთაურს მეხი დაეცა - როგორია დაშავებულის მდგომარეობა

ჯარისკაცი

ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის, 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. 

როგორც ,,პრაიმტაიმს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც მას რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება. 

მათივე ცნობით, პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება. თუმცა, მიმდინარე რეანიმაციული მკურნალობის შედეგად ჰერმოდინამიკური პარამეტრები უკვე დასტაბილურდა. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სამმართველომ. 

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში უკვე იმყოფებიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია. 

ასევე ნახეთ:

👉მძიმე კადრები წალკიდან - ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

👉VIDEO: ,,ანგრევს აქაურობას, მანქანები წაიღო" - შოკის მომგვრელი კადრები გურჯაანიდან

👉VIDEO: ,,კატასტროფა ხდება გურჯაანში! საოჯახო ნივთები და მანქანები მოაქვს მდინარეს..." - კადრები სტიქიის ზონიდან

👉დელისის მეტროსთან ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

👉ვაკეში ხანძარი გაჩნდა

👉,,გთხოვთ, არ გახსნათ მსგავსი შეტყობინებები" - ,,საქართველოს ბანკი" მომხმარებლებს აფრთხილებს