„მდგომარეობა უმძიმესია“ - ექიმის კომენტარი მეხის დაცემის შედეგად დაშავებულ ჯარისკაცზე

გუგა

თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც ორფოლოს პოლიგონზე 15 ივნისს მეხი დაეცა, კვლავ მართვით სუნთქვაზეა. ჯარისკაცს თბილისში, დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა უმძიმესია.

„ჯარისკაცის მდგომარეობა უცვლელად რჩება, ისევ მართვით სუნთქვაზეა. ამ ეტაპზე სტაბილურობას ვინარჩუნებთ, თუმცა მდგომარეობა უმძიმესია“.

ცნობისათვის, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს დაეცა.

ასევე ნახეთ:

👉 Exclusive: „6 ეტაპი გავიარე...“ - American Idol-ში კიდევ ერთ ქართველს, თათია კობალაძეს ვიხილავთ

👉 არასოდეს მიიღოთ შხაპი ჭექა-ქუხილის დროს - ფიზიკოსი განმარტავს, კიდევ რა საქმიანობას უნდა მოვერიდოთ ამ დროს

👉 კაცი, რომელიც ბევრჯერ მეხის დაცემის გამო გინესის რეკორდებში შევიდა