ცნობილია, თბილისში მოკლული ბიჭის ვინაობა
1737716193
გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“, რომელსაც მოდელი, ტელეწამყვანი გვანცა დარასელია შვილთან ერთად სტუმრობდა, მშობლების თაობის მიერ შვილებთან დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში გადაცემის წამყვანმა, ლელა წურწუმიამ შვილთან, მარიკო მამულაშვილთან დაშვებულ შეცდომაზე ისაუბრა:
„მე მარიკოს ჩავაბარებინე იმ ფაკულტეტზე, რომელზეც მე მინდოდა, ერთი წელიწადი ისწავლა და შემდეგ მითხრა, არ მინდაო, ამის მერე მის სურვილებსა და მოთხოვნებს დავყევი, ჩააბარა იქ, სადაც მას უნდოდა, სხვათა შორის იქაც აკადემიური აიღო…
ხატვა და სიმღერა შეიძლება პროფესიად არ აირჩიოს, მაგრამ იმდენად გამოადგეს კომუნიკაციის დროს, ახალი უნარების აღმოსაჩენად“, – აღნიშნა ლელა წურწუმიამ.