პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბოლო დროს, გიორგი კეკელიძე, თავის სასიყვარულო კავშირებზე ხშირად წერს. ამჯერად, მწერლის ფეისბუქპოსტი კონკრეტულ ქალს, ანსამბლ "იალონის" ხელმძღვანელ ნინო ნანეიშვილს ეძღვნება. მას გიორგი სტატუსზე ნიშნავს კიდეც.
გიორგი კეკელიძე: ადამიანები ერთმანეთის ნარჩენები ვართ, სხვა არაფერი. დავდივართ ამ ნარჩენებით სავსეები. ანუ ერთმანეთით სავსეეები. მანდ სიმძიმეები სხვადასხვაობს ამ ნარჩენების. შენ მძიმე ხარ.
არც ერთი ნათქვამი სიტყვა - "მიყვარხარ" , რომელიც მომავალში იქცევა სიტყვად "მიყვარდი", არ არის "მიყვარხარ". რადგან არ არსებობს განცდის წარსული. მე ეგრე მჯერა. და მგონი შენც. და თუ ოდესმე სიძულვილად შეიძლება იქცეს სიყვარული, ეგ სწორედ ამ აზრის დასტურია და სხვა არაფერი.
ის, რასაც შენ ქმნი, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია. მე ვიცი და მინახავს, როცა თვალს ხუჭავ და მღერი, მაშინ ქრები და ცის პარკეტზე ბახის ბახილებით დააბიჯებ. ხალხურია ეგ სიმღერა, მაგრამ ბახილები ბახის. მთელი მაგიაც ხომ ეგ შეხვედრაა. თვალის დახუჭვა კიდევ არის მრავალგვარი და ერთია მათგან - თვალის მოტყუება. და მაგ დახუჭვით თვალს იტყუებ ამ საზარელი, ზედაპირული, გამოფიტული დღეებისგან.
ხოლო სიმღერა დიდი რამეა. როგორც ლექსი. შენ ეგ სიმღერა გექნება ყავარჯნად, მე - სიტყვა. ადამიანი ხომ გარდაუვლად კოჭლი არსებაა და თუ ყავარჯენი აქვს, დიდად გაუმართლა - მით უფრო ასეთი ქარიშხლებისას.
ის ლექსი გახსოვს, ჩემი თხოვნით რომ იმღერეთ და იმ ლექსში ეს ფრაზა: "ვის შერჩენია, მე შემრჩეს, გადახდა სოფლის ვალისა". სოფელი ეგეთია, გაუგებარ ვალს ითხოვს, სულ რომ არაფერი გასესხოს - მაინც.
ჰოდა, ეს წერტილი არ არის. არის ამბები, რომლებიც არც მრავალწერტილს გულისხმობს. უბრალოდ წინადადებაა დავიწყებული სასვენი ნიშნით. რადგან ასე უფრო სჯობს. ასე უფრო ადვილია. უფრო ძნელიც. და უფრო საინტერესო.
ასევე დაგაინტერესებთ:
„მაწვნის ნიღაბს გასწავლით“ - კირა ანდრონიკაშვილი სილამაზის საიდუმლოებებს გვიმხელს