36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
ჩვეულებრივი სტრატეგიული გეგმაა, რომ ნებისმიერი მედიასაშუალება, რომელიც საუბრობს იმ თემებზე, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს, უნდა გამოცხადდეს როგორც ევროპული გზის მოწინააღმდეგე, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატი აფასებს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების მიმართვას ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი, შეაფასონ ტელეკომპანია „იმედისა“ და მასთან დაკავშირებული აქტორების საქმიანობა.
„ტრენდად იქცა ეს დამოკიდებულება და ეს არ არის მხოლოდ „იმედის“ მიმართ გამოხატული პოზიცია. მაგალითად მოლდოვაში იმიტომ დახურეს ყველა სხვა ტელევიზია, რომ განსხვავებული აზრი ჰქონდათ, შეარქვეს რუსული და დაამთავრეს ამით სანდუს და მისი მთავრობის კრიტიკა. ეს ჩვეულებრივი სტრატეგიული გეგმაა, რომ ნებისმიერი მედიასაშუალება, რომელიც საუბრობს იმ თემებზე, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს, უნდა გამოცხადდეს როგორც ევროპული გზის მოწინააღმდეგე“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
18-მა ევროპარლამენტარმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას მიმართა, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ ტელეკომპანია „იმედის“ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანია შეისწავლონ და შეაფასონ არის თუ არა გამართლებული შემდგომი ზომების მიღება.