პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა, თეონა კონტრიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და უკრაინაში არსებულ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა:
„ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო სტუმრებო, რომლებიც ჩამოხვედით სხვადასხვა ქალაქიდან, რომ ჩემს კონცერტს დაესწროთ, გადავწყვიტეთ გადავდოთ კონცერტი, რადგან მე არ ვარ მაგნიტოფონი, მე ადამიანი ვარ. დღემდე იმიტომ არ გადავდე, რომ დარწმუნებული ვიყავი, თითოეულ დღეს შეეძლო რაღაცის შეცვლა, რომ მომდევნო დღეს უკრაინაში ომი დასრულდებოდა.
კონცერტი ეს დიდი ენერგეტიკული ველია, ბედნიერი, სიყვარულით სავსე ველი. ჩემი მუსიკა, ჩემი შემოქმედება ცხოვრების ნათელი მხარეა და ახლა მე ვერაფერს ნათელს ვერ ვხედავ ამ ცხოვრებაში, მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ, ტკივილი კი სიმშვიდეში უნდა გადაიტანო.
ამიტომ, მეგობრებო, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩემს გადაწყვეტილებას. ჩემი შვილების ძიძა უკრაინიდანაა, ის ოთხი დღეა, უბრალოდ მექანიკურად სვამს ჩაის, მექანიკურად აკეთებს საჭმელს, არ შემიძლია ამის ყურება, არ შემიძლია დღეს სიმღერა. იმედი მაქვს, რომ გამიგებთ, ძალიან მიყვარხართ და მჯერა, რომ აუცილებლად შევხვდებით“ - ამბობს თეონა კონტრიძემ.