გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
შოვის მეწყერს გადაურჩა „სტალინის სახლი“, რომელიც გერმანელებმა სწორედ სსრკ-ს ყოფილი მმართველის ბრძანებით ააშენეს და როგორც ამბობენ, მშენებლობისას არცერთი ლურსმანი არ გამოიყენეს. ამბობენ იმასაც, რომ აგარაკის აშენება თავად სტალინს ცოტა დაბლა, მდინარესთან ახლოს სურდა, თუმცა გერმანელმა ინჟინრებმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს, რის შედეგადაც შეიცვალა პროექტი და სახლი აშენდა იქ, სადაც დღეს არის. მართალია, სტალინი იქ არასდროს ყოფილა, თუმცა დღემდე ამ სახლს სწორედ „სტალინის სახლს“ უწოდებენ.
გარდა შოვისა, სტალინს აგარაკები ჰქონდა მოსკოვში, სოხუმში, სოჭში, ყირიმში და ა.შ. ის ფლობდა სხვა სიმდიდრეებსაც.
და მაინც, რა ქონებას ფლობდა იოსებ სტალინი:
2015 წელს ჟურნალმა, Time-მა მსოფლიო ისტორიაში უმდიდრესი ადამიანების სიაში მეხუთე ადგილზე სსრკ-ის ლიდერი, იოსებ სტალინი დაასახელა. ჟურნალმა „ბელადის“ სიმდიდრედ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 9,6%-ზე კონტროლი მიიჩნია. ამასთან, Time-ის მიერ გამოკითხული მეცნიერები აცხადებდნენ, რომ მართალია, ეს რესურსი პირადად სტალინს არ ეკუთვნოდა, მაგრამ მას დიდი ეკონომიკური ძალაუფლება ჰქონდა.
რა შეეხება სტალინის პირად ფულს, ისტორიკოს ალექსანდრ კოლესნიკის ნაშრომების მიხედვით დგინდება, რომ „ბელადის“ ე.წ. ასკეტურ ცხოვრებაზე და ქონების მიმართ უინტერესობაზე გავრცელებული ისტორიული ცნობები მხოლოდ მითია.
კერძოდ, დღემდე გასაიდუმლოებულია 1953 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ მის მოსაცდელში არსებული სეიფის გახსნის აქტი. თუმცა, ისტორიკოს კოლესნიკის ცნობით, სეიფში 3, 600 მლნ საბჭოთა რუბლი და დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა იპოვეს. ისტორიკოსი ამ ღონისძიებაზე დამსწრე ოფიცერთა ჩვენებებს ეყრდნობა. ირკვევა, რომ იოსებ ბესარიონის ძე სოლიდურ ჰონორარებს იღებდა და შესაძლოა, ის მართლაც იყო თავისი დროის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. ეს მაშინ, როცა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ვერსია, თითქოს, მან მემკვიდრეებს დაუტოვა დაგროვებითი წიგნაკი, რომელზედაც მხოლოდ 900 რუბლი ინახებოდა.
სტალინი დანაზოგს არ ხარჯავდა და ჯიუტად ინახავდა მას, რასაც, ისტორიკოსების შეფასებით, სულ მცირე, ორი აღიარებული ფაქტი მოწმობს. კერძოდ, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ სტალინი ფულს გასცემდა იმაზე, რასაც დღეს ქველმოქმედებას ეძახიან, მაგალითად, ბავშვთა სახლისთვის ან სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე თანხის გადარიცხვა. უფრო მეტიც, ომის დროს, როცა სსრკ-ის თითქმის ყველა მცხოვრებმა ერთობლივად გაიღო თანხა თავიანთი დანაზოგით ტანკებისა და თვითმფრინავების შესაძენად, „ბელადი“ ამ ინიციატივას მხოლოდ სიტყვიერად უჭერდა მხარს და ფინანსურად მასში მონაწილეობა არ მიუღია. მეორეს მხრივ, სტალინს, უზარმაზარი შემოსავლის მიუხედავად, არასდროს უყიდია სახელმწიფო ობლიგაციები, რომლის შეძენითაც 1942 წლიდან სსრკ-ის ყველა დასაქმებული მოქალაქე დაავალდებულეს და რაზეც ჯამურად მათი ხელფასის ნახევარი იხარჯებოდა.
ომის შემდეგ სტალინის ხელფასი 10 000 რუბლს შეადგენდა, რაც ქვეყნის საშუალო ხელფასზე 10-ჯერ მეტი იყო. დაცვის წევრების მოგონებების მიხედვით, სტალინი, რომელსაც თანხის ხარჯვა, ფაქტობრივად, არ უწევდა, ფულს პაკეტებში ახვევდა და უახლოეს აგარაკზე გადაჰქონდა. იქ ფული ყველგან, კერძოდ, კარადებში, მაგიდებზე, "სერვანდებსა" და მსგავს ადგილებზე იდო.
ხელფასის გარდა, სტალინი რეგულარულად იღებდა უზარმაზარ ჰონორარს თავისი ნამუშევრებისთვის, რომლებიც აბსოლუტურად წარმოუდგენელი ტირაჟით ქვეყნდებოდა. რაკი ისინი საზღვარგარეთაც ქვეყნდებოდა, „ბელადი“ ჰონორარს არა მხოლოდ რუბლებში, არამედ უცხოურ ვალუტაშიც იღებდა. სტალინის სახელზე მიღებულ ყველა ჰონორარს მისი მდივანი, ალექსანდრე პოსკრებიშევი უზარმაზარ სეიფში ინახავდა, რომელიც სტალინის მისაღებში იდგა. ცნობილია, რომ 1939 წლის ერთ-ერთ დღეს რომელიღაც გამომცემლობიდან მიღებული ფულის მორიგი კუპიურები იმდენად ბევრი იყო, რომ სეიფში შენახვის დროს პოსკრებიშევს რამდენიმე შეკვრა იატაკზეც დაუვარდა, რასაც „ბელადიც“ შეესწრო.
სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევა თავის წიგნში, „ოცი წერილი მეგობარს,“ წერდა, რომ პოლიტბიუროს წევრების ოჯახების შენახვის გაუქმებაზე 1947 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მამა მას დახმარების სახით 2-3 ათას რუბლს აწვდიდა. თუმცა სტალინის აღქმა ფულის შესახებ რევოლუციამდელ დონეზე დარჩა და „ეგონა, რომ შვილს მილიონს აძლევდა.“ ის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ 100 რუბლი უზარმაზარ თანხას წარმოადგენდა.
რაც შეეხება სტალინის აგარაკებს, სსრკ-ის სამხრეთ რეზიდენციების ჩათვლით, მათი საერთო რაოდენობა 18-ს შეადგენდა, რომელთაგან ბევრი ნამდვილი სასახლეა: მათში მრავალი საძინებელი, ანტიკვარული ავეჯი, ნახატები და ქანდაკებებია. აგარაკები, ძირითადად ზღვის სანაპიროებზე, ყირიმში, აფხაზეთში, სოჭში იყო განლაგებული. მოსკოვის მახლობლად სტალინს ორი მდიდრული აგარაკი ჰქონდა: ე.წ. ახლო სახლი კუნცევოში და „შორეული“ აგარაკი უსპენსკში. „ბელადი,“ ძირითადად, „ახლო“ აგარაკზე ცხოვრობდა, სადაც მანქანით მისვლას, დაახლოებით, 35 წუთი სჭირდებოდა. სტალინი სწორედ ამ აგარაკზე გარდაიცვალა.
1947 წლიდან „ბელადისა“ და მისი დაცვის გადასაადგილებლად გამოიყენებოდა სპეციალურად შექმნილი ავტომობილები, ZIS-115. თითოეული ასეთი მანქანისთვის ჯერ ჯავშან-კაფსულა მზადდებოდა, რომელსაც სამხედრო პოლიგონზე ცდიდნენ. სტალინის ავტოპარკისთვის სულ 32 ლიმუზინი დამზადდა, რომელთა რბილ სავარძლებში იხვის ბუმბული ეყარა. ამასთან, სტალინის ავტომობილები კონდენციონერით იყო აღჭურვილი.
პუბლიცისტ ალექსანდრე კოლესნიკს თავის წიგნში, „მითი და სიმართლე სტალინის ოჯახის შესახებ,“ მოჰყავს ნაწყვეტები მშრომელთა წერილებიდან, რომლებიც საბჭოთა ბეჭდურ მედიაში „პოსტპერესტროიკის“ პერიოდში ქვეყნდებოდა. მათში ნათქვამია, რომ სტალინი შვეიცარიის საბანკო ანგარიშებსაც ფლობდა, რომლებსაც მისი ქალიშვილი, სვეტლანა იყენებდა. თუმცა ამაზე დოკუმენტური მტკიცებულება დღემდე არ არსებობს ან გასაიდუმლოებულია.
ასევე ნახეთ:
,,კარგია, უახლოესი 1 თვის გეგმების ჩამოწერა და დაფიქსირება ფურცელზე" - ასტროლოგი გვირჩევს
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840