ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა "შუადღის" ეთერში საუბრობს, უნდა მივირთვათ, თუ არა პური ღამის საათებში და რომელს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა:
- გააჩნია, პური რა სახეობისაა. თუ ის მსხვილი მარცვლისგანაა დამზადებული და არ არის ე.წ. პირველი ხარისხის ფქვილისაგან მომზადებული, რომელიც უამრავ გადამუშავებას გადის, შეგვიძლია. ნებისმიერი მსხვილმარცვლოვანი წარმოების პური შეგვიძლია, ღამეც მივირთვათ. სწორი კვება აკრძალვას არასდროს მოიცავს და ზომიერებას ითვალისწინებს.
შესაძლოა, დღის განმავლობაში, პურის ნაცვლად, ისეთი პროდუქტი მივირთვათ, რომელიც საერთოდ არ ითვლიდეს კალორიას. ამიტომაც, თუ ყველა პროდუქტს ზომიერად გამოვიყენებთ, შეგვიძლია, თითოეული მათგანისაგან ბედნიერება მივიღოთ. თუ, დაახლოებით, 12 საათზე ვიძინებთ, მაქსიმუმ, ბოლო კვება 9 საათზე უნდა გვქონდეს. 9 საათზეც კვება ძალიან მსუბუქი უნდა იყოს. უნდა მივირთვათ ან რძის პროდუქტები, ან ბოსტნეული. რძის პროდუქტებში B ჯგუფის ვიტამინები და თუთია შედის, რომლებიც ჩვენს ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს, გარკვეულწილად, სარელაქსაციო ეფექტი აქვს, რომელიც მშვიდ ძილს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, არსებობს ძილის ჰორმონი, მელატონინი, რომელიც ყველა ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება. ბოსტნეული მელატონინის გამომუშავებასა და ორგანიზმში მინერალების შევსებას ხელს უწყობს, რძის პროდუქტები თავადვე ბუნებრივ მელატონინს შეიცავს და შესაბამისად, სისხლში მის დონეს ვამაღლებთ.
ასევე წაიკითხეთ:
ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი
„პატარა დაჩი იოსელიანი გაქრისტიანდა“ - ნახეთ ნათლობის წვეულების ულამაზესი ფოტოები
„21 წელია არ მითქვამს ეს“ - რა უთხრა გეგა კობახიძეს დედამ ჯაბა კილაძეს