,,კარგია, უახლოესი 1 თვის გეგმების ჩამოწერა და დაფიქსირება ფურცელზე" - ასტროლოგი გვირჩევს

ახალი მთვარე

დღევანდელ ახალმთვარეობასთან დაკავშირებით, მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს და ასტროლოგიით დაინტერესებულ პირებს, რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას უზიარებს.

„დღეს, 16 აგვისტოს ახალმთვარეობაა. სასურველია, შინაგანი სიმშვიდით გავიაროთ ეს დღე, რომელიც რთულ პერიოდშია (26 აგვისტომდე). გადადეთ შეძლებისდაგვარად მნიშვნელოვან საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ხელშეკრულებების დადება.

მოერიდეთ ცეცხლოვან კერებს, ალკოჰოლს, ხორციან საკვებს, მით უმეტეს, ახლა მარიამობის მარხვა დაიწყო 28 აგვისტომდე, და შეძლებისდაგვარად ეცადეთ ხორცი მაინც ამოიღოთ და ასე იმარხულოთ, რადგან ეს თქვენს სულს და თქვენს ცხოვრებას ძალიან შეამსუბუქებს და მოსალოდნელ სირთულეებს აგარიდებთ, მოკლედ ეს ყველამ კარგად იცის.

დალიეთ წყალი ინტენსიურად, დღის განმავლობაში, პატარ-პატარა ყლუპებით და ხშირად, ღამით ეცადეთ, ნუ დალევთ წყალს, რათა თირკმელებმა დაისვენოს. დროულად დაიძინეთ და ნუ გაათენებთ, ძილი მნიშვნელოვანია და მისი სიკეთეები მერწმუნეთ ძალიან გამოგადგებათ და დაგჭირდებათ!

მოიწესრიგეთ ძილი და მოგიწესრიგდებათ ცხოვრება: გაქრება შინაგანი შფოთვები და დეპრესიული ფონი, გაჩნდება ბავშვური სიხალისე, შინაგანი სიმშვიდე და ბედნიერების შეგრძნება. გაგზავნეთ უფალთან მადლიერება ყოველი გათენებული დღისთვის… ყველაფრისთვის…

დალოცეთ ყველა, გაუგზავნეთ სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, დაივიწყეთ წყენა, აპატიეთ ყველას, ამით ჩვენს სულს და ცხოვრებას გავითავისუფლებთ და როგორც პატრიარქმა გასცა კურთხევა მთელ საქართველოზე, შეგახსენებთ, „გაახარეთ ერთმანეთი ყოველდღიურად“, გაახარეთ თბილი სიტყვით, კარგი ამბით, უთხარით, რომ გიყვართ და გეამაყებათ, ჩაეხუტეთ ერთმანეთს… ცხოვრება წამიერია, ისედაც ხომ ვიცით… დღეს კარგია უახლოესი 1 თვის გეგმების ჩამოწერა და დაფიქსირება ფურცელზე,“ - წერს მიხეილ ცაგარელი.

ასევე ნახეთ:

VIDEO: უამრავი ნახვა უმოკლეს დროში და პირველი ადგილი ტრენდებში - სტეფანეს ახალი სიმღერა რეკორდს ხსნის

რა (არ) უნდა გავაკეთოთ ახალმთვარეობაზე - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

როგორი იქნება უახლოესი 2 კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ქეთი ოდიშელის პროგნოზი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც 16 აგვისტოს ახალი მთვარე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს