,,მძიმე სენს ებრძვის, ოჯახის დარდი კი ღამეებს ათენებინებს..." - ნუ დავტოვებთ გიორგის უიმედოდ

gio

18 წლის გიორგი პოღოსიანზე ჩვენ ერთი თვის წინ ვწერდით. ბიჭს არაჰოჯკინის ლიმფომის მეოთხე სტადია აქვს. მის დასახმარებლად საზოგადოება ერთხელ უკვე შეწუხდა. გიორგის ბიძაშვილი - ქრისტინე ხაბეიშვილი ამჯერადაც ძალიან გულმხურვალე თხოვნით მოგვმართავს ყველას, ვისაც მცირედის გაღების სურვილი შესაძლოა გვქონდეს...

გიორგიმ სამი ოპერაცია უკვე გაიკეთა, თუმცა წინ კიდევ მკურნალობის დიდი კურსია. მისი უმცროსი ძმა და მშობლები კი ღამეს ქუჩაში ათევენ და მათ დღიური ლუკმის თანხაც აღარ შერჩათ...

ქრისტინე ხაბეიშვილი: სალამი, მეგობრებო.

ამბის სიმძიმის მიუხედავად, მაინც მიწევს ძალის მოკრება, ამ მძიმე ამბის გაზიარებისთვის.

გიო იმყოფება საფრანგეთში (ქალაქ პუატიეს საუნივერსიტეტო კლინიკაში), სადაც მას უკვე ჩაუტარდა სამი ოპერაცია. დღეს ახალი და კიდევ მძიმე რეალობის წინ დგას მისი ოჯახი, რომელსაც აღარანაირი რესურსი და საარსებო აღარ გააჩნია. უცხო ქვეყანაში სრულიად მარტონი, ღია ცის ქვეშ თავშესაფრისა და საარსებოს, საკვებისა და საძილე ტომრების გარეშე არიან. სადგურში გათენებული თეთრი ღამეების ამარა და ამგვარად უმწეო მდგომარეობაში - ვერაგი დაავადების წინაშე. მათთან ერთად, ამ საშინელ ბედს, მათი უმცროსი შვილიც ინაწილებს...

სიტუაცია ძალიან მძიმეა, რასაც გიოს მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ ვწერ, არ მინდა დამატებით სტრესი მიიღოს. ისედაც მძიმე სენს ებრძვის, მისი ოჯახის დარდი კი ღამეებს ათენებინებს. მის მდგომარეობაში ეს ყოვლად დაუშვებელია. გიოსთვის სტრესი არ შეიძლება...

კვლავ გთხოვთ, მცირედი თანხის გაღებას იმისთვის, რომ ოჯახმა ცოტა ხნით არსებობა შეძლოს. რომ ისედაც ქუჩაში მყოფებს, შიმშილი არ აშინებდეთ.

 

საქართველოს ბანკი

GE52BG0000000538497217 - გიორგი პოღოსიანი

თიბისი ბანკი

GE15TB7044845068100027 - გიორგი პოღოსიანი

 

ამბობენ, იმედი ბოლოს კვდებაო და ეს ბოლო ნამდვილად სადღაც შორს უნდა იყოს, გადაკარგულში… ნუ დატოვებთ თქვენს იმედად დარჩენილ გიოს სარეცელზე მარტოს. გთხოვთ.

ასევე დაგაინტერესებთ: სად და როდის ვიყიდით წიგნს კვარაზე - "მქონდა ორი მთავარი მოტივაცია, რისთვისაც ეს წიგნი დავწერე"

სრული ფურორი და უწყვეტი აპლოდსმენტები „შაშვი შაშვი მაყვალის“ მსოფლიო პრემიერაზე - რა მოხდა კანის კინოფესტივალზე

,,ოდესმე აუცილებლად დავწერ იმ ყველაფერს, რასაც ეს გენიალური პოეტი ჰყვებოდა, წერდა, ხუმრობდა. ახლა ერთ, ამაღელვებელ მომენტს გავიხსენებ..." - ლევან ალავერდაშვილს ლექსო ლეკიაშვილი იხსენებს

"რომ დავიბადე, ერთი თვე სახელი არ მერქვა... მერე მამამ ქუდში ხელი ჩამაყოფინა და..." - უცნობი ამბავი სოფიკო ჭიაურელზე