მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
ნიკოლოზ სააკაშვილი თავისი მამის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ ცხოვრებისეულ გზაზე არანაირ კვალს არ ტოვებენ და პირიქით, ადამიანები ცხოვრობენ და მათი მოკლე ცხოვრების პერიოდში მათი ნამოღვაწარი დიდ კვალს ტოვებს ისტორიაში, სწორედ, ასეთ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ივ.თარხნიშვილის პრემიის პირველი ლაურეატი, ქართული მედიცინის ისტორიის მრავალტომეულის შემქმნელი და მკვლევარი ლადო კოტეტიშვილის საქმის განმგრძელებელი, საუკეთესო პედაგოგი და ორატორი, მიხეილ სააკაშვილი.
ის 58 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა აქტიურ მოღვაწეობას და მალე გარდაიცვალა. დღეს მამას დაბადების დღეა, გახდა 114 წლის. ნათელი და სანთელი მის სულს. ამ ფოტოზე ის არის 38 წლის“, - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.
ასევე ნახეთ ვიდეო - ედუარდ სააკაშვილის ვიდეომიმართვა