„მდიდრები, ჯანმრთელები, მაგრამ უიღბლოები...“ - რას წერს ანანო სახელაშვილი „ტიტანის“ ტრაგედიაზე

სახელაშვილი

„ტიტანის“ ეკიპაჟის ხუთივე წევრი ტრაგიკულად დაიღუპა.

ისინი „ტიტანიკის“ ნამტვრევების დასათვალიერებლად 18 ივნისს გაემგზავრნენ. საათსა და 45 წუთის შემდეგ, ''ტიტანი'' რადარებიდან გაქრა.

23 ივნისის საღამოს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა აპარატის, მგზავრებს ჟანგბადის მარაგი ამოეწურათ. 

მთელი მსოფლიო დღეს ამ თემის ირგვლივ ტრიალებს, საქართველოშიც უამრავ პოსტს და სამძიმრის წერილს ნახავთ. 

ბლოგერი, ანანო სახელაშვილი „ტიტანის“ ტრაგედიაზე წერს:

„საშინელებაა, მართლა ვერ ვხდები როგორ გარისკეს ამ როგორ ენდნენ. ტიტანიკის ძიებაში გაიზიარეს დაახლოებით იგივე ბედი, მდიდრები, ჯანმრთელები, მაგრამ უიღბლოები. ასე, რომ იცხოვრეთ მეგობრებო ისე, თითქოს ეს თქვენი ცხოვრების ბოლო დღეა. ზოგჯერ მეც ვერ ვიაზრებ რა ძვირფასია დრო, რომელსაც საერთოდ არ ვუფრთხილდებით. დრო, რომელსაც ვერასოდეს ვერ დავაბრუნებთ“,- წერს ბლოგერი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ტიტანიკთან აღმოჩენილი ნარჩენები ნავის უკანა საფარსა და ქვედა კარკასს მოიცავს - BBC-ი ახალ დეტალებზე წერს

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა აპარატის მგზავრებს ჟანგბადის მარაგი ამოეწურათ - "ტიტანის" 5 მგზავრის გადასარჩენად სამაშველო ღონისძიებები უშედეგოდ გრძელდება