ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა აპარატის მგზავრებს ჟანგბადის მარაგი ამოეწურათ - "ტიტანის" 5 მგზავრის გადასარჩენად სამაშველო ღონისძიებები უშედეგოდ გრძელდება

titani

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა აპარატის, "ტიტანის" მგზავრებს ჟანგბადის მარაგი ამოეწურათ. მეოთხე დღეა ამერიკელი, კანადელი და ფრანგი მაშველები დაკარგულ წყალქვეშა აპარატს უშედეგოდ ეძებენ. უკანასკნელი კონტაქტი მგზავრებთან მათი ოკეანეში ჩასვლიდან 105 წუთის შემდეგ შედგა.

არსებული ინფორმაციით, ტიტანზე 5 ადამიანია. ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, წარმოშობით პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი თავის 19 წლის ვაჟთან ერთად, რომელიც ასევე ბრიტანეთის მოქალაქეა. ბორტზე არიან ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე და 61 წლის სტოკტონ რაში – OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი აღმასრულებელი დირექტორი. მედიის ინფორმაციით, ამ უკანასკნელის მეუღლე "ტიტანიკზე" დაღუპული წყვილის შთამომავალია.

სამძებრო ოპერაციის არეალში კანადის თვითმფრინავმა სიღრმიდან მომავალი ხმაური დააფიქსირა. ოკეანის სიღრმის გამოსაკვლევი სპეციალური აპარატურით ხმაურის წარმომავლობის დადგენა უშედეგოდ დასრულდა. თვითმფრინავის მიერ მოპოვებული მონაცემები აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ექსპერტებს ანალიზისთვის გადაეცათ.

"ტიტანის" ხუთი მგზავრის გადასარჩენად სამაშველო ღონისძიებებს, მანძილი, წყლის უკიდურესი სიღრმე და ჟანგბადის მარაგის ამოწურვა ართულებს. ტიპური წყალქვეშა აპარატისგან განსხვავებით, რომელსაც თავად შეუძლია გადაადგილება, 6 მეტრი სიგრძის, 9-ტონიანი "ტიტანი" დამოკიდებულია წყლის ზედაპირზე მყოფ დამხმარე გემზე. წყლის თავისებურებები და უკიდურესი სიღრმე შეუძლებელს ხდის ხმელეთსა და თუნდაც, კოსმოსში გამოყენებული ტექნოლოგიებით, კვალზე გავიდნენ.

წყალქვეშა აპარატზე ლიცენზია არც ერთ მარეგულირებელს გაცემული არ ჰქონდა. მგზავრები კი თავად იღებდნენ თითოეულ რისკზე პასუხისმგებლობას , მათ შორის სიკვდილზეც. აპარატი დაახლოებით მინი ფურგონის მსგავსი ტევადობის იყო, რომელიც ერთი ღილაკითა და კომპიუტერული თამაშების ჯოისტიკით იმართებოდა. ამის შესახებ ჯერ კიდევ 6 თვის წინ OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელმა სტოკტონ რაშმა ღიად ისაუბრა – "სიბიესთან" ინტერვიუში.

საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ ""ტიტანის"" ყოფილი მგზავრები . მოგზაურ ალან ესტრადას თქმით მან დაახლოებით 10 საათი გაატარა წყალში და ამ პერიოდში მისმა ეკიპაჟმაც დაკარგა კავშირი ხომალდთან.

კომპანია OceanGate Expeditions-ის წყალქვეშა აპარატს ტურისტები ატლანტის ოკეანის სიღრმეში აისბერგთან შეჯახების შედეგად 1912 წელს ჩაძირული ცნობილი გემის, "ტიტანიკის" ფრაგმენტების დასათვალიერებლად ჩაჰყავს. 5-ადგილიანი წყალქვეშა აპარატი ატლანტის ოკეანეში 3800 მეტრის სიღრმეზე ეშვება. ტურისტული ექსპედიციის ღირებულება თითო ადამიანზე 250 000 ამერიკული დოლარია.ე

ასევე დაგაინტერესებთ:

ღამის კლუბი, სადაც ტურისტებს არარეალურ თანხებს სძალავდნენ, დალუქულია - აღიარებენ თუ არა დაკავებულები დანაშაულს, ჯერ უცნობია

პოლიციამ ღამის კლუბში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხის დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა - დაკავებულია 8 პირი