რაზე აწერინებდნენ ხელს ექსპედიციის მსურველებს: OceanGate-ის ყოფილი თანამშრომლის აღიარება

ტიტანიკი

''ტიტანის'' ეკიპაჟის ხუთივე წევრი ტრაგიკულად დაიღუპა.

ისინი „ტიტანიკის“ ნამტვრევების დასათვალიერებლად 18 ივნისს გაემგზავრნენ. საათსა და 45 წუთის შემდეგ, ''ტიტანი'' რადარებიდან გაქრა.

23 ივნისის საღამოს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა აპარატის, მგზავრებს ჟანგბადის მარაგი ამოეწურათ

რა შეიძლებოდა მომხდარიყო?

ჯერ ნა­ად­რე­ვია იმის თქმა, თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო, თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბი "ტი­ტა­ნის" გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ანტზე სა­უბ­რო­ბენ. ეს მო­ი­ცავს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვას, ელექტრულ გა­უ­მარ­თა­ო­ბას, კორ­პუ­სის გა­ხეთ­ქვას, ან არა­ხელ­საყ­რე­ლი ამინ­დის გამო მის და­ზი­ა­ნე­ბას.

სტე­ფან უი­ლი­ამ­სი, სიდ­ნე­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ვე­ლე რო­ბო­ტი­კის ავ­სტრა­ლი­უ­რი ცენ­ტრის პრო­ფე­სო­რი, ვა­რა­უ­დობს, რომ "ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რი არის ის, რომ მან წყლის წნე­ვას ვერ გა­უძ­ლო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ტი­ტა­ნის" კომ­პო­ზი­ტუ­რი კორ­პუ­სი აგე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ გა­უძ­ლოს ინ­ტენ­სი­ურ ღრმა ზღვის წნე­ვას, მისი კონ­სტრუქ­ცი­ის ნე­ბის­მი­ერ­მა დე­ფექ­ტმა შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს მის მთლი­ა­ნო­ბას - ამ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს აფეთ­ქე­ბის რის­კი“, უი­ლი­ამ­სი ასე­ვე ამ­ბობს, რომ პო­ტენ­ცი­უ­რად. ელექტრუ­ლი მოკ­ლე ჩარ­თვის გამო, შე­საძ­ლოა, ბორტზე ხან­ძა­რი გა­ჩე­ნი­ლი­ყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხო­მალდს მხო­ლოდ ერთი, ჩარ­თვის/გა­მორ­თვის ღი­ლა­კი აქვს, რო­მელ­საც ზე­და­პირ­ზე მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხო­მალ­დის, Polar Prince-ის პი­ლო­ტი კონ­ტრო­ლი­ო­რის, ე.წ. ჯო­ის­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით მარ­თავს.

გათავისუფლებული თანამშრომელი

2018 წელს, OceanGate-მა თა­ნამ­შრომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. კომ­პა­ნია დე­ი­ვიდ ლოჩ­რიჯს Titan-ის შე­სა­ხებ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. თა­ნამ­შრო­მე­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ის სამ­სა­ხუ­რი­დან მხო­ლოდ იმი­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რომ "ტი­ტა­ნის“ უსაფრ­თხო­ე­ბას და ხა­რისხს ეჭვქვეშ აყე­ნებ­და.

მი­სი­ვე თმით, ხო­მალ­დი 4000 მეტ­რის სიღ­რმე­ში ჩა­სას­ვლე­ლად მზად არ იყო.

ლოჩ­რი­ჯი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მგზავ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ექ­სპე­დი­ცი­ა­ში თან­ხა გა­და­ი­ხა­დეს, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არ იყ­ვნენ.

კონტაქტის დაკარგვის ადრეული შემთხვევები


CBS News Sunday Morning-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი დე­ვიდ პოგი, რო­მელ­მაც ტი­ტა­ნით ადრე იმოგ­ზა­უ­რა, ამ­ბობს, რომ ნავს კონ­ტაქ­ტის და­კარ­გვის ინ­ცი­დენ­ტი ად­რეც ჰქონ­და - ბოლო მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს კონ­ტაქ­ტი 2,5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­კარ­გა. იმა­ვეს ამ­ბობს სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მე­დი­ე­ბის სცე­ნა­რის­ტი, მაიკ რე­ი­სი, რო­მელ­მაც ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­სულ წელს მი­ი­ღო.

ექ­სპე­დი­ცი­ა­ში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად პოგს ხელი უნდა მო­ე­წე­რა დო­კუ­მენტზე, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მი იყო: "ეს ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ხო­მალ­დი არ არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ან და­მოწ­მე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნოს მიერ და შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა, ემო­ცი­უ­რი ტრავ­მა, ან სიკ­ვდი­ლი“.

OceanGate-ის ვებ­სა­ი­ტის მტკი­ცე­ბით კი ექ­სპე­დი­ცი­ე­ბი ოკე­ა­ნი­სა და ატ­მოს­ფე­რუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის (NOAA) სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მი­თი­თე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, RMS Titanic-ის კვლე­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის­თვის ჩა­ტარ­და და ყვე­ლა­ფე­რი შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და იუ­ნეს­კოს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მი­თი­თე­ბებს წყალ­ქვე­შა მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

ასევე დაგაინტერესებთ:

ტიტანიკთან აღმოჩენილი ნარჩენები ნავის უკანა საფარსა და ქვედა კარკასს მოიცავს - BBC-ი ახალ დეტალებზე წერს

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა აპარატის მგზავრებს ჟანგბადის მარაგი ამოეწურათ - "ტიტანის" 5 მგზავრის გადასარჩენად სამაშველო ღონისძიებები უშედეგოდ გრძელდება