მდგომარეობა სასწრაფოა - 24 წლის გელა ნაროზაულს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გელა ნაროზაული

24 წლის გელა ნაროზაულს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა მამაკაცი, უკვე რამდენიმე თვეა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მას ექიმებმა ბაქტერიული ენცეფალიტის დიაგნოზი დაუსვეს. 

ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო ყველა რესურსი ამოეწურა და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.

სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგი ანგარიშის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი - GE68BG0000000499326001;

თიბისი ბანკი - GE46TB7623145068100042;

მიმღები - ანი ნაროზაული.

ოჯახი გელას მკურნალობაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს და ჯანდაცვის სამინისტროს.