პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი მეოთხე სეზონის მონაწილე, გიორგი პაპავაა.
- რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
- არქიტექტორობაზე. მთელმა სკოლამ ყოველთვის იცოდა, რომ პაპავა არქიტექტორი ხდებოდა. დღეს კერძო სახლში ვცხოვრობთ, 16 წლის ვიყავი, როცა 3D პროგრამაში თავიდან ბოლომდე, თავისი შიდა დიზაინით, დავაპროექტზე.
შემდეგ ისე განვითარდა სიტუაცია, რომ მონატესავე პროფესია ავირჩიე. ინჟინერ-კონსტრუქტორი ვარ პროფესიით, მაგრამ სტაჟირებას თუ არ ჩავთვლით არ მიმუშავია.
არქიტერუქტრა დღემდე ჩემთვის ერთგვარ ჰობად რჩება.
- რისი ნიჭი გინდა რომ გქონდეს?
- სიმღერის. არც სმენა მაქვს, არც ხმა. სიმღერა რომ შემეძლოს, უბედნიერესი ვიქნებოდი...
- ყველაზე მეტ დროს უთმობ ...
- თვითგანვითარებას...
- დედაჩემი მომკლავს, თუ ...
- არც ერთ შემთხვევაში... 18 წლიდან დამოუკიდებელი ვარ; რაც უნდა მოეწონოს, ან არ მოეწონოს, ოჯახი ყოველთვის გვერდით მიდგას.
- სად იცხოვრებდი?
- 30 წლამდე მინდა მოგზაურობა და სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება გავაგრძელო. მივიღო ახალი გამოცდილება, რომ საბოლოოდ, მთელი ცოდნა ისევ და ისევ ჩემს ქვეყანას მოვახმარო.
- ბოლოს რამ გაგაოცა?
- სიმართლე რომ გითხრათ, ამ სამყაროში აღარაფერი მაოცებს. ლომი ჩიტად რომ გადაიქცეს და გაფრინდეს, არ გამიკვირდება. სამყაროში და ცხოვრებაში ყველაფრისგან ყველაფერი მოსალოდნელია.
- პირველი სამსახური იყო...
- ძალიან ბევრგან მიმუშავია. როდესაც 17 წლის ვიყავი, ბავშვთა გასართობ ცენტრში ბარმენად მივედი. დაახლოებით, 1 კვირა სტაჟირებაზე ვიყავი და ისე გამომაბუნძულეს, ვერაფერი გავიგე. მიმიყვანეს, ვიმუშავე და უხელფასოდ გამომიშვეს. საქართველოში ასე ხშირად ხდება. ყოველთვის მერიდება, რომ ოჯახს ვთხოვო დახმარება. ამბიციები მაქვს და ყოველთვის მაქსიმუმი მინდა, მაგრამ არა ოჯახის ხარჯზე.
- რითი ხარ გამორჩეული?
- ვერ ვიტყვი, რომ სხვებისგან გამორჩეული ვარ. ერთადერთი, რაც საკუთარ თავში ყოველთვის ყველაზე მეტად მომწონს, ეს არის მიზანდასახულობა. ეს თვისება იმდენად განვითარებული მაქვს, რომ ყოველთვის ყველაფერს გადავლახავ...
- რითი ხარ უკმაყოფილო?
- თვითგანვითარებაზე შეიძლება ბევრს ვმუშაობდე, მაგრამ საბოლოოდ, ყველა ადამიანში არის ის სიზარმაცე, რასაც ვებრძვით. ამიტომ, მეტად პროდუქტიული შემიძლია ვიყო, ვიდრე ახლა ვარ.
- ვის/რის გარეშე ვერ იცხოვრებ?
- ვერ ვიცხოვრებ საყვარელი ადამიანების გარეშე... სხვა არაფერია ისეთი, რის გარეშეც ცხოვრებას ვერ გავარძელებ.
- ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?
- არასდროს არაფრის... რასაც ვაკეთებ, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. რაც უნდა საბოდიში იყოს, მაინც არ მრცხვენია, რადგან ამ ყველაფერმა დღევანდელ გიორგი პაპავამდე მომიყვანა.
- სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი...
- მიზანდასახული, მშრომელი, გამოუსწორებელი რომანტიკოსი;
- ბოლოს რაზე იტირე?
- როცა „პრიამ ჰაუსი“ დავტოვე და სახლში მივედი, დავწექი და სოფი იყო პირველი, ვისაც სმს მივწერე. ერთადერთი, თქვენთან მეგობრობა მინდოდა, გული მწყდება, რომ სრულიად სხვანაირად განვითარდა მოვლენები მეთქი. ამ ტექსტის წერის დროს, ცრემლი გადმომვარდა და გული ამიჩუყდა.
- მომენტი, რომელიც არასდროს დაგაიწყდება
- საზღვარგარეთ ბევრჯერ წავსულვარ, მაგრამ ყველაზე რთული იყო, 20 წლის ასაკში, ბერლინში საცხოვრებლად გადასვლის პერიოდი. არავინ მელოდებოდა, სრულიად მარტო მივდიოდი. ჩემოდანი, ლეპტოპი და ტელეფონი იყო, რაც გამაჩნდა ამ 20 წლის მანძილზე, ეს ყველაფერი მიმქონდა თან, მთელი ჩემი ცხოვრება. არ ვიცოდი, რა, როგორ განვითარდებოდა, იმ მომენტში, რეალურად ის ემიგრაციის გრძნობა მაშინ განვიცადე. თბილისის აეროპორტში რომ ვიყავი, ძალიან მინდოდა, ჩემს ცხოვრებაში ყოფილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც არ გამიშვებდა.
- რას ნანობ?
- ყოველთვის ვამბობ, რომ არაფერს, მაგრამ სკოლაში რუსული რომ არ ვისწავლე, ალბათ მაგას. მტრის ენა უნდა ვიცოდეთ. სხვა არასდროს არაფერი მინანია.
- რას შეცვლიდი?
- საერთოდ არაფერს...
- ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა ...
- ჩემი საყვარელი ადამიანები ყოველთვის ჯანმრთელები რომ იყვნენ. ვინაიდან ჯანმრთელობა ისაა, რასაც ვერც ფულით ვიყიდით და ვერაფრით შევცვლით.
- სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ ...
- „Why not“ - რატომაც არა;