მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
მამა საბა ჭიკაიძეს, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარე ორ ეკლესიაში დეკანოზად მსახურობს – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის და მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიებში, მთელი ქვეყანა იცნობს. მამა საბა სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვა აქვს.
11 წელია სასულიერო პირია. ჰყავს ცოლი, 5 შვილი და 2 შვილიშვილი. ამბობს, რომ თავის ხორციელ და სულიერ შვილებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, ყველა ერთნაირად უყვარს.
„უნდა გაითვალისწინოთ, რომ სასულიერო პირებს გაცილებით მეტი ბრძოლები აქვთ ბოროტისაგან, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს. აქ გაშმაგებით იბრძვის ეშმაკი და ზოგი ვერ ახერხებს იმას, რომ ბოლომდე გაძლოს და ეცემა ბრძოლის ველზე. ამის გამო ჩვენ ის არ უნდა ავითვალწუნოთ და განვიკითხოთ, რადგან ჩვენ ვხედავთ მის დაცემას, მაგრამ ვერ ვხედავთ, რა ხდება მის თავს. მით უმეტეს, რომელიმეს ცუდი საქციელი მთელ ეკლესიაზე არ უნდა განაზოგადო.
შენ თუ დანახვა გინდა, აუცილებლად დაინახავ ღირსეულ სასულიერო პირებს და დღეს, ღვთის მადლით, ძალიან ბევრნი არიან ასეთები. მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ დღეს უმრავლესობა კარგი და ღირსეული სასულიერო პირია. რატომ მაინცდამაინც ცუდისკენ იხედები?! შენ თუ ქრისტესკენ სავალი გზა გაინტერესებს და გულწრფელი ხარ ამ გზაზე, აუცილებლად დაინახავ ღირსეულ სასულიერო პირს“,- ამბობს მამა საბა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მამა საბა ჭიკაიძის მეუღლე, ქალბატონი ლელა რუსიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ჰყვება მეუღლის ხვედრსა და და ოჯახის უცნობ ამბავს, რომელიც საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
პირველად რომ ვიმშობიარე, ტყუპი გავაჩინე, მაგრამ სახლში ერთი წამოვიყვანე. მას მერე რაც გახმაურდა, რომ სამშობიაროდან ჩვილებს იპარავდნენ, ვეძებთ, მაგრამ კვალს ვერ მივაკვლიეთ. ტესტიც გავუკეთეთ, თუ გამოჩნდება ამოაგდებს პროგრამა.
- რას გრძნობთ, როცა ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ცოცხალია?
- როცა მითხრეს გარდაიცვალაო, შეგრძნება მქონდა რომ ცოცხალი იყო. უცებ გამიქრეს შვილი. არც გამაფრთხილეს, რომ ბავშვი დამძიმდა. რომ შევედი აღარ დამხვდა. რომ ვიკითხე სად არის-მეთქი? - დამძიმდა და გარდაიცვალაო. ისე ვტიროდი, ვერ მაჩერებდნენ. მაშინ მამაო მგალობელთა რეგენტი იყო. ყველას უყვარდა. უამრავი ადამიანი მოდიოდა. ლია სალაყაიამ ასეთი რამ მითხრა: „უფრო მეტი პატივისცემა გამოჩნდა თქვენი ოჯახის მიმართ, რადგან ცაში ანგელოზი გყავთო.
სულ მიცვალებულებში მოვიხსენიებდი, მაგრამ ახლა კი ისე ვლოცულობ, სადაც არის შენთან ერთად ამყოფე უფალო-თქო.
მთელმა ქვეყანამ ბავშვების ძებნა რომ დაიწყო, ამოვქექე არქივი და არსად იყო დაფიქსირებული ჩემი ბავშვი“,- ამბობს მამა საბა ჭიკაიძის მეუღლე, ქალბატონი ლელა რუსიშვილი.
ასევე ნახეთ:
ზურა ბერიკაშვილზე სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება
VIDEO: რა ხდება, როცა გარდაცვლილი ადამიანის სახელს ვარქმევთ შვილს? - ნუმეროლოგი განმარტავს