მამა მირიან მიქაძე: ყველაფერი მშვიდობით ჩატარდება, არჩევნებიც იქნება სამართლიანი, აირჩევენ ღირსეულ პატრიარქს და გაგრძელდება საეკლესიო ცხოვრება იმ გენერალური ხაზით, სტრატეგიით, თუ ტაქტიკით, რაც ჰქონდა ჩვენს პატრიარქს

მამა მირიან მიქაძე

როგორც მე ვიცი და მწამს, ყველაფერი მშვიდობით ჩატარდება, არჩევნებიც იქნება სამართლიანი, აირჩევენ ღირსეულ პატრიარქს და გაგრძელდება საეკლესიო ცხოვრება იმ გენერალური ხაზით, სტრატეგიით, თუ ტაქტიკით, რაც ჰქონდა ჩვენს პატრიარქს, - განაცხადა მამა მირიან მიქაძემ.

მისივე თქმით, ეს ხაზი გაგრძელდება და ეკლესიაში იქნება მშვიდობა, რწმენა და სიყვარული

„სინოდში არიან ეპისკოპოსები და ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პატრიარქის სურვილს, მის მოსაზრებას პატივს სცემენ. 9 წელი იყო მოსაყდრე მეუფე შიო, ამ 9 წლის განმავლობაში ის ემსახურებოდა პატრიარქის იდეას და ისიც თესავდა ამ სიყვარულს და რწმენას მოსახლეობაში. მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული ხაზი იყო ხალხთან ახლოს ყოფნა და ეკლესიის დაახლოება ადამიანებთან“, - აღნიშნა მამა მირიან მიქაძემ.

სასულიერო პირებმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის როლზე. ისინი ილია მეორის დატოვებულ მემკვიდრეობაზე ამახვილებენ ყურადღებას და დარწმუნებულები არიან, რომ მომავალი პატრიარქი, რომელსაც სინოდი აირჩევს, ღირსეულად გაუძღვება და გაუფრთხილდება ილია მეორის დანატოვარს.