სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
ჟენევის კლინიკაში საქართველოს მოქალაქე, ქეთი მახარობლიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მამა იერონიმე ქათამაძე ავრცელებს.
„ქეთი კარგი ადამიანი იყო… ერთმანეთი ცოტა ხნის წინ, ქეთისთვის არსებულ კრიზისულ მდგომარეობაში, ჟენევის საავადმყოფოში გავიცანით… საოცრად კეთილი, მოკრძალებული, ღვთივსათნო და მორწმუნე ადამიანი იყო აღსარება თქვა, უფლის ხორცსა და სისხლს ეზიარა, ჩემთან ერთად ილოცა, ბევრი მესაუბრა, უკანასკნელი სამღვდელო ლოცვა-კურთხევა გამომთხოვა და ერთმანეთს დავემშვიდობეთ…
ქეთიმ დღეს დილით, მკვდრეთით აღდგომის იმედით უფალში საუკუნო განსვენება ჰპოვა. ღმერთმა აცხონოს მისი სული, ხოლო მის მეუღლეს, შვილებსა და ოჯახის წევრებს სიძლიერეს და სიმხნევეს ვუსურვებ.“ - წერს სასულიერო პირი.