ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
26 აგვისტო ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის - მამა გაბრიელის დაბადების დღეა. მიწიერი ასაკით 95 წლის უნდა გამხდარიყო. მაგრამ ჩვენი მეოხი წმინდა მამა უასაკოა და ის მუდამ ჩვენთანაა. მსოფლიოში აღიარებული უდიდესი წმინდა მამა თვლიდა, რომ საქართველოში ღმერთმა სიყვარულის საქადაგებლად მოავლინა.
პირდაპირი კავშირი ჰქონდა ჩვენს შემოქმედთან. უძლიერესი იყო მისი დალოცვა. ლოცვისას მიწიდან იწეოდა, მასზე გადმოდიოდა სულიწმინდის მადლი, მისი უძლიერესი ლოცვის წყალობით, ამ ქვეყნიდან გასასვლელი ადამიანი დღემდე ცოცხალია და მას "პრაიმტაიმის" მკითხველი იცნობს.
წმინდა მამის ნაქონი ნივთები სასწაულებს ახდენს, მის ხატებს მირონი სდით... ილოცეთ მის სახელზე, სთხოვეთ...
***
მამა გაბრიელის სულიერი შვილი ქეთევან ბექაური იხსენებს:
"ის ახლა აქ არის, უფალზე იტყოდა. სულიწმინდის მადლია გადმოსული. ახლა, ამ წუთს, ჩემთან მოკარება არ შეიძლება. ზეციდან ოქროს ჯაჭვები ეშვება და მე სულ ამ ჯაჭვებში ვარ გახვეული. ჩემთან არც მოკარება და არც შეხება არ შეიძლებაო. ერთხელ ძველი სატრაპეზოსკენ გაიშვირა ხელი, ახლა ქრისტემ ასე გაიარა და სატრაპეზოში შევიდაო. რა გითხარი, მაგას ვერასოდეს გაიგებ. შეგიძლია ადგე და წახვიდე, ახლა ჩემთან გაჩერება აღარ შეიძლებაო...
განკითხვაზე ამბობდა, არასოდეს არ განიკითხო, რადგან შენ არ იცი, ის ადამიანი როგორ სინანულში ჩავარდება და როგორ მივა უფალთან. მსაჯული უფალია, შენ ადამიანი ხარ და ვინ მოგცა მოყვასის განკითხვის უფლება. ყველა ადამიანი მოყვასია და ყველასთვის უნდა ვილოცოთ. როგორც ძაფი გადის ნემსის ყუნწში, შენც ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რა ცოდვაშიც ის არის, ვისაც განიკითხავდი, ამიტომ ძალიან საშიშია განკითხვაო...
ისეთი გაბრაზება იცოდა, ისეთი ძალა და ენერგია მოდიოდა, ისე საშინლად ყვიროდა, თითქოს ისრები გულში გესობოდა. გქონდა განცდა, კიდევ ერთი სიტყვა და მორჩა, მე ჯოჯოხეთში ვარ! ვერაფერი მიშველისო! ძრწოდი და კანკალებდი. იმ ერთ სიტყვამდე მიდიოდა, მაგრამ იმას აღარ ამბობდა.
ყველაფერში უბრალო იყო...
მამა გაბრიელის გვერდით ყოფნა იყო სასუფეველი დედამიწაზე. ჰაერიც ისეთი წმინდა იყო მის ირგვლივ. ფრენა-ფრენით მიდიოდი მასთან. ერთი სული გქონდა მეორე დღე როდის გათენდებოდა, რომ ისევ მასთან მისულიყავი.
ერთხელ მოვდივარ მამა გაბრიელთან. ავედი ავტობუსში. ველოდები როდის შეივსება, რომ დაიძრას. გავიხედე ფანჯარაში, ხის ტოტზე ორი ბეღურა იჯდა. უცებ გაფრინდნენ. გულში გავიფიქრე, ჩვენ ყველანი მივატოვებთ მამა გაბრიელს-მეთქი. ცოტა ხანში მოფრინდნენ, მიწისკენ დაეშვნენ, თითქოს საკენკს დაუწყეს კენკვა. მე ისევ გავიფიქრე, მერე ისევ დავბრუნდებით მამა გაბრიელთან და ერთად ვიქნებით ყველანი-მეთქი. მამა გაბრიელმა ხომ ყველაფერი იცის და აბა, რომ მივალ, გამცეს ამ ჩემს ნაფიქრალზე პასუხი-მეთქი. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მის სენაკში აღმოვჩნდი, იწვა, დამლოცა. როგორ ბრძანდებით-მეთქი, ვკითხე. ეჰ დაო, ბრძანება სადღაა, მე მარტო ჩიტებს ვუყურებ, როგორ მიფრინავენ და როგორ მოფრინავენ. ისინი მე მიმატოვებენ, გაფრინდებიან, მაგრამ მე მათ ისეთ საკენკს ვუყრი, ისევ მოვლენ ჩემთან ამ კელიაში. არ გჯერაო? ისეთი თქმის დიდოსტატი იყო, უცებ ვერ მივხვდი, ეს რატომ მითხრა. ისევ გაიმეორა და აი, მერე უცებ გამახსენდა ჩემი ნაფიქრალი. რომ წამოვედი, გზაში უკეთ დავფიქრდი, რა მითხრა და როგორი თქმის დიდოსტატი იყო მამა გაბრიელი.
მასთან ყოფნა ბედნიერება იყო..."
***
2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შეირაცხა, ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებლისა სალოსის სახელით. მისი ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი.
ზუსტად ათი წლის წინ, 2014 წლის 22 თებერვალს გაიხსნა ღირსი მამა გაბრიელის საფლავი. წმინდა ნაწილები ჯერ სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს, შემდეგ სვეტიცხოველში, საიდანაც წმინდანის წმინდა ნაწილები თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მას შეეგება უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. მრევლს საშუალება ჰქონდა მოელოცა წმინდა ნაწილები. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან, მომლოცველთა ნაკადი არ წყდებოდა და იმ დღეებში, ასი ათასობით ადამიანი მიეახლა სიწმინდეს.
***
მამა გაბრიელი ჩვენი დროის უდიდესი ქართველი წმინდანია და მან, ამ კუთხით, აღიარება მთელს მსოფლიოში პოვა. ის მორწმუნეთა და გულმხურვალედ მლოცველთ სასწაულებს უვლენს, კურნავს, ეწევა, შვილებს ჩუქნის, აბედნიერებს...
უბრალოდ მოუხმეთ, ილოცეთ მის სახელზე და შეგეწევათ... მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფებით. ლოცვა ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ. მთავარი წრფელი გულია...
არსებობს ღირსი მამის დაუჯდომელი, ლოცვა, რომელიც მის ხატთან შეგიძლიათ წაიკითხოთ. ინტერნეტ სივრცეში მისი არაერთი ბრძნული შეგონებისა და დარიგების მოძიება და წაკითხვა შეგიძლიათ.
***
მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი
„…ათასი უბედურება მოდის: მიწისძვრები, ინფექციები, დაავადებები. ახლა ახალი ვირუსი შემოდის: ჩირქით და მუწუკებით აისახება და ვილოცოთ, შეგვიწყალოს უფალმა. თუ ვართ ამის ღირსნი…
შვილებო, არ გაცდუნოთ ბოროტმა: გაარჩიეთ შავი და თეთრი. რწმენას მიხედეთ, მოყვასნო, რწმენას, თორემ ძალიან გიგიჭირდებათ მალე.
შვილებო, აღარ არის (ტაძრების) შენების დრო, აღარ, მოყვასნო. რაც არის აშენებული, ისიც მალე ძალას დაკარგავს და აღარ იქნება ლოცვა იმ ადამიანებისთვის, ვინც წყეულის ბეჭედს მიიღებს…
ჩიპი აქაც მალე შემოვა, მოყვასნო. ხალხს ვერაფრით დაიყოლიებენ, მორწმუნე ერზე მაქვს საუბარი, თორემ სხვაზე რა გითხრათ, იმას მოიგონებენ, რომ ვითომცდა ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, პატარებისთვის იქნება საჭირო, რომ არ დაიხოცონ, რომ არ შეხვდეთ ვირუსი და არ დაავადდნენ სხვადასხვა დაავადებისგან.
ვიცი, ბევრი მორწმუნე ჩაიდგამს და ბევრი სამღვდელო პირი ცდუნდება: ვერ დათმობენ კეთილდღეობას და მერე ვაიმე, შვილებო. დაიჩიპებიან და აი, მერე, უკვე გამოჩნდება სატანა.
ორმა ქვეყანამ თქვა უარი დაჩიპვაზე, მაგრამ ქართველ ხალხს, ცუდი ზნე აქვს: ყველაფერ ცუდს ჩვენი ერი ითვისებს. მაგრამ გონზე მოდით, გონს მოეგეთ, მოყვასნო. მალე შემოვა ეს საქართველოში და ავიცილოთ სატანის ნიშანი, შვილებო, ნუ დავიღუპავთ თავს. კარს არის მომდგარი ეშმაკის ნიშანი და დავიცვათ ერთმანეთი, შვილებო!
მალე კავკასიონს ტალახი ჩამორეცხავს, შავი მიწა ჩამოიტანს და გაასწორებს. კარგია, თუ შორს, სადმე, სოფლებში მიწები და ადგილები გექნებათ. დაგჭირდებათ მალე მისი დამუშავება და საზრდოს მოყვანა, რათა თავი ირჩინოთ და გამოკვებოთ ერთმანეთი. როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ.
ნეტარ იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ დღეებს დაითმენს და უფალს სიხარულით შეხვდება. გეტყვით და გირჩევთ, რა უნდა დათესოთ და რა უნდა მოიყვანოთ. ბევრი ადამიანი პურის ნატეხს ყრის და არაფრად აგდებს. შეინახეთ, გაახმეთ, სანატრელი იქნება, შვილებო. ჩვენი პატრიარქი პურის ნაფხვენებს და კარტოფილის ნაფცქვენებს ახმობს და დარიალის ხეობაში ინახავს. საშინელი დღეები იქნება და უნდა დავძლიოთ, შვილებო, ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით“.
„მე მესმის, რომ მოციქულთა დროიდან ამბობენ – ახლოს არის ჟამი. მაგრამ მერწმუნეთ, ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე ვიყო პასუხისმგებელი ამ სიტყვებზე, რომ მართლაც ახლოს არის ჟამი! თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს“…
„მაშინ მთავარი იქნება რწმენა, სასოება და სიყვარული ქრისტესი. ანტიქრისტე საშინელ შიშს მოიტანს ქვეყანაზე და მთავარია, თქვენ ამ შიშს გაუძლოთ. ელიას და ენუქის ბრძოლა ანტიქრისტესთან ტელევიზიით იქნება ნაჩვენები და ამისი ნახვა მრავალ იუდეველს მოაქცევს”…
ასევე დაგაინტერესებთ: