1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. სასულიერო პირმა დამწვრობა ორი კვირის წინ კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო. მამა იოსებს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი. სასულიერო პირის ტრაგიკულ გარდაცვალებას მთელი საქართველო გლოვობს.
პირადი მოძღვრის და საუკეთესო წინამძღვრის გარდაცვალებას, ემოციური პოსტით ეხმიანება იტალიაში მცხოვრები, იტალიის ქართული დიასპორის წარმომადგენელი მანანა ჯინჭარაძე.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე... ამაზე დიდი არაფერია...
მამა იოსები - რამხელა სითბო, სიყვარული და ღვთის მოშიშობაა ამ ორ პატარა სიტყვაში რომ იცოდეთ...
ეს სუსტი, მილეული და გაცრეცილი კაცი დიდი ლურჯი თვალებით და გამჭოლი მზერით, პაზოლინის, მათეს სახარებიდან გადმოსული დოკუმენტური კადრივით, ისე გასდევდა იმერეთის და კერძოდ ქუთაისის სულიერ ცხოვრებას, თითქოს ღმერთმა გამოგვიგზავნა ზეციდან.
რამდენი რამე შეიძლება მასზე გავიხსენო, უამრავი ჭორმართალი და ლეგენდა, მაგრამ მას არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, უსიტყვოდ აკეთებდა სიკეთეს და ლოცავდა ყველას... მდიდართა შემოწურულებიდან ყველაზე მეტი უმწეო მრევლთან მიდიოდა... საკუთარი არაფერი გააჩნდა კელიის და შავი კაბის გარდა...
ყველაზე მძიმე წუთებში, უსიტყვოდ გვერდში მედგა. მახსოვს როგორ ცდილობდა ჩემს დარწმუნებას რომ, ამქვეყნიური ცხოვრება არაფერია იმასთან შედარებით რომ ღმერთმა ჩემი შვილი(მისი სულიერი შვილი) ამოარჩია...როგორ ჩაიბარა პირველი აღსარება, როგორ მიმიყვანა მონასტრის ჭიშკართან და როგორ ჩამაბარა დედა ნინოს.. როგორ მომცა უფლება, მორჩილების და უფლება ღვთისმშობლობას გელათში ლოცვა წაემეკითხა... როგორ შემომაძრო შუბლზე გაკრული შავი და მითხრა აღარ გაბედოო...მეტკინა, ძალიან მეტკინა მამაო თქვენი ნაადრევი გასვლა.. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს! უფალმა მართალთა თანა დააწესოს მისი სული+“,- წერს მანანა ჯინჭარაძე.