1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. სასულიერო პირმა დამწვრობა ორი კვირის წინ კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო. მამა იოსებს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი.
ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე სასულიერო პირს ემოციური პოსტით ემშვიდობება:
„ჩაგეწერები, ოღონდ ჯერ ილოცე ჩემთან ერთადო, ისე შენც გამოგადგებაო"- იუმორით მითხრა მამა იოსებ ბურჯანაძემ და მეტანიები გამაკეთებინა. მერე დაპირებული სიტყვა შეასრულა და კომენტარი მომცა.
იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი, არ უყვარდა ინტრიგები, მხოლოდ რწმენა და ღმერთის სიყვარული. ძალიან დამწყდა გული“, წერს ირაკლი ვაჩიბერაძე.