აღმოსავლური ჰოროსკოპის 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება
1762617122
„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური PCR ტესტი შემოვა, რომელიც ვირუსს 2 საათში ამოიცნობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ტესტები ქვეყანაში მომავალ კვირას შემოვა.
“ლაბორატორიული დიაგნოსტიკა დღესაც შეგვიძლია გენომის სექვენირებით, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება”, - აღნიშნავს გამყრელიძე.
ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ნიგერიაში დაფიქსირდა. ინფიცირებული 40 წლის პაციენტი იყო, რომელსაც სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.