VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 40 წლის პაციენტი იყო, რომელსაც სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. - ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
მაიმუნის ვირუსით გარდაცვალების ფაქტი ნიგერიაში დაფიქსირდა. ინფექცია მარტივად არ ვრცელდება, მაგრამ მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, განსაკუთებით იმ პირებში, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ.
გარდაცვალების სტატისტიკა კი ასეთია: იღუპება 100 დაავადებულიდან ერთი.7 მაისიდან დღემდე, ვირუსი 17-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა კი უკვე 300-ს აღწევს.