„მაგთი“ ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ძვირდება ინტერნეტ-პაკეტი

მაგთი

კომპანია „მაგთიკომი“ ტარიფებს აძვირებს. „მაგთის“ მომხმარებელმა კომპანიისგან უკვე მიიღო SMS-შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, 10 თებერვლიდან 25-ლარიანი ე.წ. „კოქტეილი“ ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

„გაითვალისწინეთ, რომ 10.02.22-დან კოდებზე - 2525 ან 2552 - დარეკვით გააქტიურდება „კოქტეილი 30“. ამავე თარიღიდან აღარ იქნება შესაძლებელი „კოქტეილი 25“-ის ჩართვა. თქვენთვის სასურველი სხვა კოქტეილის შესარჩევად ეწვიეთ აპლიკაციას MyMagti.

ასევე, 10.02.22-დან გაუქმდება „კოქტეილი 25“-ის ავტომატური განახლება და მის ჩანაცვლებას შეძლებთ „კოქტეილი 30“-ის ან თქვენთვის სასურველი სხვა პაკეტის ავტომატური განახლებით“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში, რომელიც მომხმარებელმა მიიღო.

გარდა ამისა, ძვირდება ინტერნეტ-პაკეტიც, მაგალითად, ულიმიტო ერთდღიანი ინტერნეტპაკეტის შეძენა ამ დრომდე 1 ლარი ღირდა, თებერვლიდან კი ტარიფი 1.5 ლარი იქნება.