გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მარი ნანა მახარაძე ყველამ იცის, ვისაც ცხრა აპრილი ახსოვს ან გადმოცემით იცის, მშობლებისგან თუ ოჯახის წევრებისგან. იურა მეჩითოვის ეს ფოტო სისხლიანი დღის სიმბოლოდ იქცა.
მარი, რამდენიმე თვეა, ემიგრაციიდან იტალიელ ქმართან ერთად დაბრუნდა.
ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს 17 წლის ბიჭის ნახატს. ავტორსა და ახალ თაობაზე თავის დამოკიდებულებასაც წერს.
მარი ნანა მახარაძე: ამ საოცარი ნახატის ავტორი თელავის მეხუთე საჯარო სკოლის 17 წლის მათე მამულაშვილია.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ალბათ, ყველაზე ღირებული რაც გავაკეთე, იყოს ის, რომ უამრავ მოსწავლეს შევხვდი პირადად.
საოცარი განცდაა მათთან ერთად ყოფნა.
ინტერესი, ინტელექტი, ცნობისმოყვარეობა, განათლება, ფიქრები მომავალზე...
მზად ყოფნა უკეთეს სახელმწიფოში ცხოვრებაზე - აქ, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ მიწაზე...
სურთ იყვნენ რეალიზებულები და ბედნიერები.
სულ ვამბობ და მჯერა, ხვალინდელ საქართველოს ისტორიას ეს თაობა აუცილებლად ღირსეულად დაწერს.
34 წელი გავიდა ამ დღიდან...
ვისურვებდი, რომ ჩვენ მომავალს სულ ნათელი ფერებით ეხატოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია.
მადლობა, მათე ბიჭო.
ასევე დაგაინტერესებთ: "არჩევანი "ძველ გვარდიაზე" შევაჩერეთ. არაჩვეულებრივ ფორმაში არიან..." - მოდით, შეიჭყიტეთ "ეშმაკის სამოთხეში"
"ამ ადგილებში ცხოვრება არ შეიძლება..." - ნახეთ, რა ადგილებზე საუბრობს ერეკლე შონია
სანამ თქვენს ეზოში გადმოსული მეზობლის ხის ტოტიდან, ბალს მოწყვეტდეთ, ეს წაიკითხეთ