პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
25 ოქტომბერს მზის დაბნელებაა, ხოლო 8 ნოემბერს მთვარის. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ადამიანებს სიმშვიდისკენ და დადებითი განწყობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. "მოგეხსენებათ, დაბნელების დერეფანი გვაქვს გასავლელი. თან, ამავდროულად, დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, რაც ადამიანებს გონებას უბინდავს. მოიმატებს აგრესიულობა, კონფლიქტურობა, ავტოკატასტროფებისა და ნეგატიური მოვლენების განვითარება. ამიტომ აბსოლუტურად ყველას გთხოვთ, არ დაიწყოთ ახალი საქმეები, გადადეთ ნებისმიერი სადავო საკითხი 15 ნოემბრამდე და შემდეგ განიხილეთ ის.
რაც შეეხება რჩევას, ეცადეთ, დადებითზე ორიენტირდეთ, ბევრი იურთიერთეთ ბუნებასთან და რაც მთავარია, ილოცეთ. ლოცვა და მამაო ჩვენოს წაკითხვა ყველაზე მეტად დაგიცავთ ნეგატიური ენერგიებისგან" - განაცხადა ცაგარელმა "ტვ პირველის" ეთერში.