დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ასტროლოგი რამაზ გიგაური პირადი ჰოროსკოპის მე-8 ასტროლოგიური სახლის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ ერთ-ერთ გამოვლენა - ეს არის სასიკვდილო საფრთხე და სიკვდილის მიზეზი.
„ასტროლოგიაში კარგად გარკვეული ადამიანები კარგად გაიგებენ ამას:
„სიკვდილის ადგილი“ - ეს არ არის ჰოროსკოპის მე-8 სახლი, არამედ არის მე-4 სახლი. დიახ. მე-8 სახლი არის „მიზეზი“, მე-4 სახლი - „შედეგი“. მიზეზშედეგობრიობის კანონი - ეს არის კარმის კანონი.
ჰოროსკოპის მე-4 სახლია, რაც ადამიანს ბადებს და მიიბარებს. მე-4 სახლიდან „შედის“ ადამიანი სამყაროში და მე-4 სახლიდან „გადის“.
სწორედ ამიტომ მე-4 სახლი მართავს დედას და წარმოშობას (უცხოეთში ყოფნისას - სამშობლო). ხვდებით, რატომ უნდებათ ემიგრაციაში მყოფ ადამიანს ღრმა ასაკში შესვლისას სამშობლოში დაბრუნება და სამშობლოში სიკვდილი?! მე-4 სახლი - ეს არის სამშობლო და ის თითქოს სიმბოლურად იქცევა მისი სიკვდილის ადგილადაც. მოხუცი - „ხდება“ ბავშვი (ამას სიმბოლური ასტროლოგიური ასაკიც კი აქვს - 84 წელი, ანუ ურანის ერთი ციკლი). ადამიანი უბრუნდება იმას, საიდანაც დაიწყო მისი „მიწიერი მოგზაურობა“.
შეიძლება ბევრი სახლი, ბინა, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ, მაგრამ სიზმარში უმეტესწილად ხედავთ მხოლოდ ერთ საცხოვრებელს, რომელიც თქვენს არაცნობიერში აღქმულია როგორც თქვენი „ბუდე“, ანუ „მე-4 სახლი“.
ბევრ ასტროლოგში გაოგნებას იწვევს, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის პროგნოზირებად ჰოროსკოპში არა მე-8, არამედ აქტიურ მე-4 სახლს ხედავს.
თუ თქვენ ხედავთ დაძაბულ მე-8 სახლს - ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ხშირად მოხვდება ექსტრემალურ სიტუაციაში, შეიძლება სიკვდილს თვალებშიც ჩახედოს (რა კუთხით გააჩნია პლანეტას და მის სახლებთან კავშირს, ასევე რა ასპექტები აქვს), მაგრამ ეს შეიძლება არც იყოს სიკვდილი. ამიტომ ნუ გაშინებთ დაძაბული მე-8 სახლი.
სხვათა შორის, თითქმის ყველა ბიზნესმენს, ვინც „დიდ ქონებას“, „ბევრ ფულს“ განკარგავს, პირად ჰოროსკოპში აქტიური მე-8 სახლი აქვს, ანუ აქ შემოდის არა მხოლოდ ცნება „სხვისი ფულის მართვა“, არამედ „ხიფათი“ და „სასიკვდილო საფრთხე“ (ფინანსური სიკვდილის, ანუ გაკოტრების გარკვეული ალბათობა).
საერთოდ, კარმული სახლებია მე-4, მე-8 და მე-12. მიუხედავად იმისა, რომ მე-4 სახლი არ ითვლება ნეგატიურ სახლად.
ნეგატიურ სახლებად ითვლება მე-6, მე-8 და მე-12. მაგალითად, ინდურ ასტროლოგიაში ამ სამ სახლს ეწოდება დუსტჰანა. ინდური ასტროლოგიის მიხედვით სწორედ მე-6, მე-8 და მე-12 სახლებია დამანგრეველი. მაგრამ აქ ერთი პარადოქსია, როდესაც „ნეგატიური“ პლანეტები ხვდებიან „ნეგატიურ“ სახლებში ნეგატიური კი არ ორმაგდება, არამედ ნეიტრალდება (თუმცა ეს ინდური სისტემით).
მოკლედ, ასეა მოკლედ მე-8 სახლის თემის შესახებ.