ლევან კბილაშვილს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ

კბილაშვილი

მომღერალ ლევან კბილაშვილს საქართველოში რამდენიმე საათში ჩამოასვენებენ, ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მისმა მეგობარმა, მუსიკოსმა და გიტარისტმა დათო ლონდარიძემ უთხრა.

„თვითმფრინავი ვლადიკავკაზში უკვე ჩამოფრინდა. ბიჭები წავიდნენ, რომ სამშობლოში გადმოასვენონ. სავარაუდოდ, შუადღისთვის მოხდება ეს. 

პანაშვიდი 24 და 25 ივნისს გაიმართება. მისამართი: გლდანი, თიანეთის გზატკეცილი 6. გამოსვენება კვირას, 26 ივნისს, 14:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძრიდან. “ - ამბობს ლონდარიძე.

31 წლის ლევან კბილაშვილი 21 ივნისს, მოსკოვში გარდაიცვალა.

"ჯეოსტარელი" მომღერლის უდროოდ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.  მისი მეგობრების თქმით, ლევანს კოვიდის შემდეგ ფეხი დაეთრომბა.

ის "ჯეოსტარში" მონაწილეობის დროს ავარიაში მოჰყვა, შემდეგ კოჭლობდა, ხელჯოხით დადიოდა. ითქვა, რომ ფეხის ძვლის დაშლაც ჰქონდა.