„თქვა, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო...“ - ლევან კბილაშვილს ჯგუფი PanGeo ემშვიდობება

კბილაშვილი

ახალგაზრდა მომღერლის, ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა დაამწუხრა. მას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.

ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში მომღერალი მოსკოვში იყო და საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა.

ლევანი გარდაცვალებამდე ჯგუფ PanGeo-სთან ერ­თად მღე­რო­და. ჯგუფმა სამძიმრის წერილი უკვე გამოაქვეყნა.

„ვერაფერს ვწერთ და ვერც დავიჯერებთ. ჩვენი ნათელი, სუფთა, უნიჭიერესი ლევანჩიკი აღარ არის. სიზმარივით წავიდა. ვერც კი გავიგეთ, რა მოხდა.

სულ რაღაც 9 დღის წინ ყველამ ერთად აღვნიშნეთ მისი დაბადების დღე და მადლობა გადაგვიხადა ყველას და თქვენ, ამ დღესასწაულისთვის და თქვა, რომ ეს იყო საუკეთესო დაბადების დღე მის ცხოვრებაში.

გუშინწინ კი დაუვიწყარი ფესტივალი გვქონდა, ყველამ აღმოჩენა გვიწოდა. ყველაფერი თავიდან იწყებოდა...

ლევანი აბსოლუტურად ბედნიერი იყო ბოლო დღეებში და გამუდმებით საუბრობდა ამაზე... ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი მწუხარებაა. განუზომელი მწუხარება. ჩვენთვის ძალიან რთულია ამ მწუხარების გაგება.

მადლობა ყველას, ვინც იყო Pangeo-ს კონცერტებზე და ბედნიერებას ჩვენთან ერთად იზიარებდა.

დიახ, ჩვენ არ გვქონდა დრო, რომ პირველი ალბომი გამოგვეშვა, რომელზეც მთელი წელი ვმუშაობდით, მაგრამ უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოვაქვეყნებთ და ეს იქნება ჩვენს ლევანჩიკზე საუკეთესო მოგონება“, - ნათქვამია წერილში.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by PanGEO & Levan Kbilashvili (@pangeo_music)